რა უნარებია მნიშვნელოვანი 21-ე  საუკუნის სტუდენტებისთვის? 

დღევანდელი მოცემულობით, სულ უფრო მეტად ფართოვდება ნაპრალი ტრადიციული განათლების პირობებში ათვისებულ უნარებსა და იმ უნარებს შორის, რომელიც აუცილებლად ესაჭიროება 21-ე საუკუნის მოსწავლეს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. 

დღევანდელ შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. მათ უნდა შეეძლოთ კოლაბორაცია, კომუნიკაცია და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრა – ეს ის უნარებია, რომელიც სწორედ სოციალური და ემოციური სწავლებით ყალიბდება და კომბინაციაში ტრადიციულ უნარებთან ერთად, საშუალებას აძლევს მოსწავლეს/სტუდენტს საქმიანობაში წარმატებული იყოს.

რომელი უნარები იქნება მეტად საჭირო და მოთხოვნადი? 

ჩატარებული კვლევის თანხმად, რომელშიც 213 სტუდენტმა მიიღო მონაწილება, აჩვენა, რომ მათ, ვინც გაიარა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების პროგრამა,  11%-ით უკეთესი შედეგი აჩვენეს წარმატებული დასაქმებისა და პიროვნული განვითარების კუთხით, ვიდრე მათ, ვისაც არ გაუვლია მსგავსი ტრენინგები.

კვლევამ აჩვენა, რომ 21-ე საუკუნის სტუდენტისთვის,  ლიდერული უნარები და ცნობისმოყვარეობა ასევე აუცილებელია წარმატებული პროფესიული  საქმიანობისთვის.

ეკონომიკური ფორუმის სხვა მოხსენებაში „სამუშაო ადგილების მომავალი“ აღნიშნულია, როგორ შეიცვალა ხუთ წელიწადში დასაქმებულთა უნარების  მიმართ მოთხოვნები.

პოლიტიკოსებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ბიზნესებს, მკვლევარებს, ტექნოლოგიის შემქმნელებს, ინვესტორებს და არასამთავრობოებს ერთობლივად შეუძლიათ სოციალური და ემოციური უნარების განვითარება ნებისმიერ ფორმალურ თუ არაფარმალურ საგანმანათლებლო სისტემაში მთავარ მიზნად და კომპეტენციად აქციონ.

წყარო: weforumorg