image

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების სერთაშორისო ცენტრი“ ს/კ 405413413 (შემდგომში „ჩვენ“ან/და „ორგანიზაცია“) ვაფასებთ თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე www.podic.ge (შემდგომში „ვებგვერდი“) განთავსებული ინფორმაციის, სერვისების და პროდუქტების მიმართ იჩენთ.  წინამდებარე წესების და პირობების და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ მომხმარებლისგან ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სერვისების გამოყენებით ( შემდგომში „სერვისები“).

წინამდებარე პოლიტიკის,  2023 წლის 14 ივნისის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის No 3144-XIმს-Xმპ შესაბამისად, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე: შეგროვება, წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

წინამდებარე ვებ-გვერდის www.podic.ge  გამოყენება რეგულირდება ააიპ „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები). წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით, თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი სერვისებით სარგებლობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ.  ჩვენ ვუფრთხილდებით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც გროვდება, მუშავდება და გამოიყენება თქვენი ინტერესების შესაბამისად და  გარანტიას გაძლევთ თქვენგან  მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კონსულტაციების, ტრენინგების, შეკვეთების, ხელშეკრულებების  და სხვა სერვისების  ეფექტიანი შესრულების მიზნით.

თქვენი თანხმობა მოქმედია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად.

ეს თანხმობა ვრცელდება შემდეგ პერსონალურ მონაცემებზე: სახელი,გვარი და პატრონიმი, დაბადების თარიღი/ასაკი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გადახდის დეტალები.

საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას ამ პოლიტიკის შესაბამისად. კონკრეტული სერვისებისთვის ორგანიზაციას შეუძლია გამოაქვეყნოს დამატებითი დებულებები, რომლებიც ავსებენ ამ პოლიტიკას.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ინახება ექსკლუზიურად ელექტრონულად  და მუშავდება ავტომატური ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელია პერსონალური მონაცემების არაავტომატური დამუშავება კანონის მოთხოვნების დაცვით.

  1. ორგანიზაციის მიერ მიღებული და დამუშავებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია.

წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისათვის, „მომხმარებლის პირადი ინფორმაცია“ ნიშნავს:
1.1. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი დამოუკიდებლად აწვდის თავის შესახებ ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს (პირადი ანგარიშის შექმნისას) ან სერვისებით სარგებლობის პროცესში, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ჩათვლით. სერვისების მიწოდებისთვის (მიღებისთვის) საჭირო ინფორმაცია მკაფიოდ არის განსაზღვრული. სხვა ინფორმაციას მომხმარებელი ორგანიზაციას აწვდის მისი შეხედულებისამებრ.
1.2. მომხმარებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვება ან/და მიწოდება განისაზღვრება ინდივიდუალური სერვისების მიწოდებისთვის.
1.3  არასრულწლოვანი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

  1. მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დამუშავების მიზნები.

2.1. მომსახურების მიწოდებისთვის მხარის იდენტიფიცირება
2.2. პერსონალიზებული სერვისების მიწოდება მომხმარებლისთვის
2.3. არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ახლის განვითარება
2.4. მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წინასწარი თანხმობის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით
2.5. ანონიმურ მონაცემებზე დაყრდნობით სტატისტიკური და სხვა კვლევების ჩატარება.
2.6. პროფაილინგი – პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვისთვის

  1. მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემა.

3.1. მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია, გარდა პერსონალური მონაცემების დამუშავების იმ შემთხვევებისა, რომლებზეც წვდომა აქვს მომხმარებლის მიერ ან მისი მოთხოვნით მოწოდებული პირების შეუზღუდავ რაოდენობას.
3.2. ორგანიზაციას უფლება აქვს გადასცეს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1. მომხმარებელმა უზრუნველყო თავისი თანხმობა ასეთ ქმედებებზე.
3.2.2. პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მესამე პირისთვის დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმიწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, რეგულატორული ვალდებულებების დარღვევა და ა.შ.

  1. ზომები, რომლებიც მიღებულია მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დასაცავად.

ორგანიზაციამ განახორციელა ყველა გონივრული და აუცილებელი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ www.Podic.ge  -ზე არსებული სერვისების მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

  1. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები.

5.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
5.2. გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
5.3. გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
5.4. მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;
5.6. მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა.

  1. წესები და პირობები.

6.1. სერვისების გამოყენება:
6.1.1.წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არა ანაზღაურებადი სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ:
(ა) არა ანაზღაურებადი სატრენინგო/საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის  განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო/საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში მონაწილეებისთვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით;
(გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)

6.2  საავტორო უფლებების დაცვა.
წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ განსაზღვრულ ჩამონათვალზე ვრცელდება საავტორო უფლებები და აკრძალულია მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა „გაზიარების“ ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან მის გარეშე გადმოწერა, გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

6.3 ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები:
მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია შემდგომი მეთოდებით:
6.3.1 ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით (როგორც კომპანიებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის). პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.
6.3.2  მომსახურების ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით ინვოისის/ხელშეკრულების (რომელიც გადაეგზავნება დამკვეთს იმავე დღეს) საფუძველზე.
6.3.3  დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მომსახურების მიღების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე, რომელიც ჩაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად.

 6.4 დაბრუნების პოლიტიკა
„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების სერთაშორისო ცენტრში“ თანხის დაბრუნების პირობები:
6.4.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას და აცნობოთ თანხის დაბრუნების შესახებ;
6.4.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა ორგანიზაციას აცნობოთ ინვოისის ნომერი, შეკვეთის თარიღი, დაბრუნების მიზეზი და გააგზავნოთ ორგანიზაციის ელ.ფოსტის მისამართზე: info@podic.ge

6.5 ანაზღაურების წესი:
6.5.1 ორგანიზაცია, მომხმარებლის მიერ შეძენილი მომსახურების (ტრენინგი, კონსულტირება) თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ მომსახურებაში გადახდილი თანხა შემდეგი პირობებით:
თუ მომსახურების მიმღები პირი თანხის დაბრუნებაზე განაცხადს გააკეთებს მომსახურების დაწყებამდე:

  • 1 თვით ადრე– ჩარიცხული თანხის 100% ბრუნდება უკან
  • 1 კვირით ადრე– კომპანია იკავებს მომსახურებაზე რეგისტრაციის საფასურის ნაწილს – ღირებულების 30% -ს
  • 5 დღით ადრე– კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გადახდილი თანხის დეპოზიტზე შენარჩუნებას
  • 3 დღეზე ნაკლებვადაში გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

6.5.2. ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს დასაბრუნებელი თანხა აუნაზღაუროს, თანხის დაბრუნების განაცხადის გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
6.5.3. განვადებით შესყიდული ტრენინგის დაბრუნების წესი
განვადებით შესყიდული მომსახურების დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესების გათვალისწინებით.

  1. უკუკავშირი და შეკითხვები.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან, წესებთან და პირობებთან დაკავშირებული მოთხოვნების ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით info@podic.ge ის ერთიანი ანგარიშის რეგისტრაციის დროს გამოყენებული თქვენი ელფოსტის მისამართის მითითებით.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეიტანოს ცალმხრივი ცვლილებები ამ წესებში, იმ პირობით, რომ ცვლილებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. ამ წესების ცვლილებები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ.