ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და შეავსეთ ფორმა: forms.gle/q9ymD6cotZonr3Zs7

ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა სახის პრობლემის გადაწყვეტა, ფაქტების შედარება და გაანალიზება. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი პრაქტიკულად ყველა სფეროში თანაბრად ესაჭიროება ადამიანს: როგორც ტექნიკურ, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ეკონომიკასა და ბიზნესში, რიტორიკასა და ორატორულ ხელოვნებაში, შემოქმედებით პროცესსა თუ ინოვაციებში. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, ეს არის უნარი, რომელიც ნებისმიერ ასაკში სწავლებადია.

ლოგიკა არის სწორი აზროვნების მეცნიერება; გონების მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ შეცდომები ან შევძლოთ მათი იდენტიფიცირება და ჩასწორება. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება – ეს არის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც ეძებს დამამტკიცებელ საბუთებს, უარყოფს ცრუ დებულებებს და თვალსაჩინო დამამტკიცებელ ფაქტებზე აგებს მსჯელობას და ადგენს საკუთარ პოზიციას.

ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება ეს აზროვნების ფორმაა, რომელიც გულისხმობს, სამყაროს შესახებ ჩვენი ნებისმიერი ცოდნის არა მხოლოდ დაგროვებას, არამედ ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის დახარისხებას. ეს არის შეფასების პროცესი, რომელიც ადეკვატური, ლოგიკური შეკითხვების დასმის საფუძველზე, ეყრდნობა პრაგმატულ, რაციონალურ მსჯელობას, რომლის დროსაც ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ საკუთარ წარმოდგენებს, რწმუნებულებებს, კლიშეებს, დამოკიდებულებებსა და თვალსაზრისს. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ხელს უწყობს ადამიანის მსჯელობისა და თანმიმდევრული აზროვნების უნარის სრულყოფას.

ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

მათთვის, ვისაც სურს:
• ისწავლოს არგუმენტების აგება და სწორი გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები;
• შეძლოს მსჯელობა, სწორი და მცდარი დასკვნების ანალიზი;
• შეძლოს მყარი არგუმენტების გარჩევა სუსტი და არასწორი არგუმენტებისგან;
• ისწავლოს ჭეშმარიტის დადგენა, შეფასება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
• გაიუმჯობესოს საკუთარი აზრის ზუსტი ფორმულირების უნარი;
• თავი აარიდოს თვითმოტყუებას, რაც მიიყვანს სწორ დასკვნამდე;
• გამოავლინოს სხვა ადამიანების მცდარი შეხედულებები, შეძლოს სოფისტიკასთან და დემაგოგიასთან გამკლავება;

სამუშაო თემები:
• ამოცანები, რომელთა გადასაჭრელად არაა საჭირო სპეციალური მათემატიკური ან სხვა ცოდნა.
• ფორმალური ლოგიკა და ლოგიკის კანონები.
• პარადოქსები და სოფიზმები

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე, მცირე ჯგუფებში და წყვილებშ;
⮚ დებატები;
⮚ ენერჯაიზერები და სახალისო ამოცანები;
⮚ მამოტივირებელი, თემატური მინი-ვიდეოები;
⮚ მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს ინფორმაციის გაანალიზებისა და დახარისხების, ასევე, საკუთარი პოზიციის არგუმენტირების მიმართულებით;
• გაეცნობიან და აითვისებენ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ეფექტიან გზებს და ინსტრუმენტებს და შეძლებენ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებას;
• შეძლებენ საკუთარი პოზიციის, მოსაზრების გასაგებად ჩამოყალიბებას და მის მყარ არგუმენტირებას;
• ფაქტებზე დაყრდნობით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და სწორი შეფასების გაკეთებას;
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

შეგვაფასეთ

  1. თამუნა
    აგვისტო 7, 2021

    გამარჯობათ. სწავლება უფროსი ასაკისთვის არ გაქვთ? 37 წლის ვარ

    • თამარ კაჭარავა
      აგვისტო 29, 2021

      თამუნა გამარჯობა. ჩვენი ტრენინგები გათვლილია მოზარდებზე 14-19 წლამდე. მადლობა დაინტერესებისთვის.

დატოვე კომენტარი