სტრესიდან მოქმედებისკენ

ჩვენს ტრენინგზე „სტრესიდან მოქმედებისკენ“ მოზარდებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ თვითრეგულაციის უნარი და შეძლონ სასკოლო თუ სხვა საგანმანათლებლო გარემოსთან დაკავშირებული სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი სტრესული მუხტის მართვა.
ტრენინგზე განვითარებული უნარების შედეგად, მოსწავლეები შეძლებენ უკეთ გაართვან თავი მათ წინაშე მდგარ სასწავლო ამოცანებს და უკეთ მართონ საკუთარი თავი დაძაბულ სიტუაციებში: დროის სიმცირე, ძალიან ბევრი დავალება, პედაგოგებთან ურთიერთობის პრობლემები, გამოცდები, შეფასება, მასალის ათვისების სირთულეები, ურთიერთობები თანატოლებთან და სხვა. სტრესის მდგომარეობაში ჩვენ არაფექტიანად ვმოქმედებთ და შესაბამისად, სიტუაციურად სწორ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ და წარმატებაზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია.

ვისთვის არის სასარგებლო ტრენინგი?

მათთვის, ვისაც სურს:
• მარტივად გაუმკლავდეს დაძაბულობას და შფოთვით მდგომარეობას
• სწრაფად დაიბრუნოს შრომისუნარიანობა და შეძლოს აქტიური მოქმედება
• შეძლოს კონცენტრირება სტრესულ მდგომარეობაში
• ისწავლოს სწორად დასვენება და ძალების აღდგენა
• ისწავლოს დროის მენეჯმენტი და ეფექტიანად გადაანაწილოს დრო სწავლისა და დასვენებისთვის

სამუშაო თემები:
• რა არის სტრესი და რას განვიცდით სტრესის დროს
• როგორ ვმობილიზდეთ, გავმხნევდეთ და გავაქტიურდეთ ეფექტიანი სწავლისა და ქმედებებისთვის
• როგორ მივიღოთ სიამოვნება სწავლის პროცესისგან
• როგორ დავისვენოთ და აღვიდგინოთ ძალები გადატვირთვის პირობებში
• როგორ ვკონცენტრირდეთ და დავძლიოთ პანიკა
• როგორ დავაბალანსოთ დრო სწავლისა და დასვენებისთვის

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე, მცირე ჯგუფებში და წყვილებში;
⮚ ენერჯაიზერები და სამოტივაციო სავარჯიშოები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია;
⮚ მუშაობა დარიგებულ მასალებზე.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• გაეცნობიან თვითრეგულაციის ინსტრუმენტებს, რაც მათ მისცემს საშუალებას გააცნობიერონ საკუთარი ემოციები;
• შეძლებენ სტრესულ სიტუაციებში შეინარჩუნონ შინაგანი ემოციური ბალანსი და არ დაეწყოთ შფოთვა;
• გაიუმჯობესებენ კონცენტრაციის მართვისა და მობილიზების უნარებს;
• გაეცნობიან ალტერნტიულ მოსაზრებას თავისუფალი დროისა და საქმეების გადანაწილების შესახებ და შეეცდებიან ამ ინსტრუმენტის გამოყენებას საკუთარ ცხოვრებისეულ რეალობაში;
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი