ყურადღება ჩემი ნებაა

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და შეავსეთ ფორმა: forms.gle/JcVDDfYVaXJ3mkKKA

რამდენად ხშირად ხდება თქვენს ცხოვრებაში, რომ ვერ კონცენტრირდებით ისეთი საქმეების კეთებაზე, რომელიც მოსაწყენი, თუმცა აუცილებელია? და რამდენად სწრაფად და ხარისხიანად აგვარებთ იმ საკითხებს, რომლის კეთებაც მოგწონთ. გაიხსენეთ, რამდენ დროს უთმობთ საშინაო დავალების მომზადებას იმის გამო, რომ სხვა რამეზე გადაგაქვთ ყურადღება? ან როგორ ვერ წყდებით საინტერესო წიგნს და ამ დროს აიგნორებთ ყველაფერს ირგვლივ.
სწორედ ამ ფენომენის გაცნობიერებაა ტრენინგ-მოდულის „ყურადღება ჩემი ნებაა!“ ძირითადი მიზანი. ყურადღება არის ის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ადამიანური რესურსი, რომლის მართვაც ხელეწიფება ადამიანს.

გსურთ ისწავლოთ ყურადღების სწრაფი კონცენტრირება? სხვა საქმეზე ადვილად გადართვა? ისეთი უმნიშვნელო დეტალების შემჩნევა, რომელსაც დღემდე არ აქცევდით ყურადღებას?
ტრენინგის გავლის შემდგომ, თქვენ დაგავიწყდებათ რა არის არაპროდუქტიულად დახარჯული დრო, პროკრასტინაცია და მოწყენილობა.

ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

მათ, ვისაც სურს:
• თვითკონტროლის განვითარება
• გაიგოს, რა არის ყურადღება და როგორი შეიძლება იყოს იგი
• ისწავლოს ზოგჯერ მოსაწყენი, მაგრამ აუცილებელი საქმეების კეთება
• გაიუმჯობესოს მოცულობითი ინფორმაციის დამუშავების უნარი

სამუშაო თემები:
• ყურადღება სხვადასხვაგვარია: ყურადღების ფორმები
• რის გამო ხდება ყურადღების გაფანტვა და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
• რა გავაკეთო, როდესაც ვერ ვკონცენტრირდები რაიმეზე?
• მინდა ყველაფერს ვამჩნევდე – ყურადღების და კონცენტრირების გაუმჯობესების ტექნიკები

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე, მცირე ჯგუფებში და წყვილებში;
⮚ ენერჯაიზერები და სამოტივაციო სავარჯიშოები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია;
⮚ მუშაობა დარიგებულ მასალებზე.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• გააცნობიერებენ იმ ხელისშემშლელ ასპექტებს, რომლებიც ართულებს ყურადღების მობილიზების პროცესს;
• გამოკვეთენ და მუშაობის შედეგად გააძლიერებენ იმ უნარებს, რომლებიც ეხმარებათ ყურადღების კონცენტრირებასა და მართვაში ;
• შესძლებენ დაგეგმონ და მართონ სიტუაცია ისე, რომ ზედმეტი ემოციური დანაკარგების გარეშე შეძლონ ყურადღების კონცენტრირება ნებისამებრ კონკრეტულ საგანზე, პროცესზე, მოვლენაზე და სხვა.
• ტრენინგი ხელს შეუწყობს აბიტურიენტებს და ნებისმიერი სტატუსის მქონე მონაწილეს მუშაობის, სწავლა-ათვისების, დაგეგმარების, მიზნის დასახვის, ურთიერთობების დალაგებისა და სხვა ნებისმიერ აქტივობაში რაც მისი ყურადღების ფოკუსს საჭიროებს.
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი