იურისტი

საქმიანობის სფერო
იურისპრუდენცია
საქმინობის სახე
ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება, გათვლების გაკეთება
მონიტორინგი, შემოწმება, შეფასება
მოკლე აღწერილობა
იურისტი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების, ორგანიზაციების და სახელმწიფოს ქმედებების კანონიერებას. იურისტის მთავარი ამოცანაა კანონების დაცვის მონიტორინგი.
იურისტი ხალხს აძლევს რჩევებს, განმარტავს კანონებს, უხსნის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმისათვის, რომ არ დაირღვეს კანონი, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ გადაწყვეტილებას. ორგანიზაციაში იურისტი ზრუნავს მისი საქმიანობის კანონიერებაზე. მაგ: კომპანია დროულად იხდის სახელმწიფოს გადასახადებს და თანამშრომელთა ხელფასს, უზრუნველყოფს თანამშრომლებს ღირსეული სამუშაო პირობებით.
გარდა ამისა, იურისტები ადგენენ და ამოწმებენ ხელშეკრულებებს და სხვადასხვა დოკუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა და ორგანიზაციების საქმიანობას. მაგ: ლიცენზიის მოპოვებას, ყიდვა-გაყიდვას, მემკვიდრეობის მიღებას და ა.შ. იურისტი ასევე იცავს ადამიანების, საწარმოებისა და სახელმწიფოს უფლებებს, მონაწილეობს სასამართლო პროცესებში..
განათლების მიმართულება:
სამართალმცოდნეობა
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო მოვალეობები:
- სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.
- დოკუმენტების შედგენა, მათ შორის ხელშეკრულებების, განცხადებების და იურიდიული დასკვნების.
- სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენლობა.
- სამართლებრივი კვლევის ჩატარება და კანონმდებლობის ანალიზი.
- მოლაპარაკებების წარმოება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით.
- კლიენტების უფლებების დაცვა და სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა.
სად დავსაქმდები:
საწარმოებისა და ორგანიზაციების იურიდიული განყოფილებები, იურიდიული კონსულტაციები, სანოტარო ბიუროები, სახელმწიფო ძალოვანი და უსაფრთხოების უწყებები, პროკურატურა, ადვოკატები, სასამართლოები, წინასწარი გამოძიების და საგამოძიებო ორგანოები, სანოტარო ბიუროები, კერძო პრაქტიკა.
საჭირო კომპეტენციები:
- ადამიანებთან კომუნიკაცია
- მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
- სისტემური აზროვნება
- ანალიტიკური აზროვნება
- კეთილსინდისიერება
- დიდი ინფრომაციის დამუშავების უნარი
პროფესიის დადებითი მხარეები:
- მაღალი სოციალური სტატუსი: იურისტის პროფესია ითვლება პრესტიჟულად.
- სტაბილური შემოსავალი: იურისტებს, განსაკუთრებით გამოცდილ სპეციალისტებს, ხშირად აქვთ კარგი ფინანსური ანაზღაურება.
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა: იურისტი შეიძლება გახდეს მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი ან გახსნას საკუთარი იურიდიული კომპანია.
- მრავალფეროვანი სამუშაო მიმართულებები: იურიდიულ სფეროში უამრავი სპეციალიზაცია არსებობს, რაც იძლევა არჩევანის ფართო სპექტრს.
- ადამიანების დახმარების შესაძლებლობა: იურისტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ ადამიანებს რთულ სამართლებრივ სიტუაციებში.
- გლობალური დასაქმების შესაძლებლობა: საერთაშორისო სამართლის ცოდნის შემთხვევაში, იურისტს შეუძლია იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ან მულტინაციონალურ კომპანიებში.
პროფესიის უარყოფითი მხარეები:
- მაღალი სტრესი: იურიდიული საქმეების მართვა ხშირად მოითხოვს ემოციურ მდგრადობას და სტრესის მართვის უნარს.
- დიდი პასუხისმგებლობა: იურისტის გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს კლიენტების ცხოვრებაზე, რაც მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელია.
- მრავალწლიანი სწავლება: პროფესია მოითხოვს ხანგრძლივ სწავლებას, მათ შორის ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტურის დონეზე სწავლის გაგრძელებას.
- დროის შეზღუდვა: საქმიანი დატვირთვის გამო, იურისტებს ხშირად უჭირთ დროის მართვა პირადი ცხოვრებისთვის.
- კონკურენცია ბაზარზე: სამართლებრივი სფერო არის მაღალი კონკურენციის სფერო, რაც მოითხოვს მუდმივ პროფესიულ განვითარებას.
- დოკუმენტაციის დიდი მოცულობა: პროფესია მოიცავს უამრავი იურიდიული დოკუმენტის დამუშავებას და მონოტონურ სამუშაოებს მოითხოვს.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 900 000

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 551 48 00 05

თავისუფალი უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 240
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 200 901

ალტე უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2
საკონტაქტო ნომერი:
+995 32) 2 40 29 46/48

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 220 65 20

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 238 44 06

ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 249 75 00

სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 242 22 42

ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 000 171

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლათბილისი, შატილის ქ. #4
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 48 01 41

თბილისის თავისუფალი აკადემია
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჯურხა ნადირაზის 43
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 35 38 36

ქუთაისის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. 13
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 237 979

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990

ეროვნული თავდაცვის აკადემია
საიტზე გადასვლაგორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ
საკონტაქტო ნომერი:
+995 5 77 19 92 05

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 11
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 24 24 440

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლახიჭაური, აჭარა
საკონტაქტო ნომერი:
+995 597 67 64 39

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. 14
საკონტაქტო ნომერი:
+995 598 14 24 30

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 73
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 022 115

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 25
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 25 36 77