SEO ოპტიმიზატორი

საქმიანობის სფერო
საინფორმაციო ტექნოლოგიები, ინტერნეტი, კავშირგაბმულობა
საქმიანობის სახე
ტექსტური ინფორმაციის ორგანიზება და გაანალიზება, გამოთვლების გაკეთება
მოკლე აღწერილობა
SEO-ოპტიმიზატორი (SEO-ს სპეციალისტი) პასუხისმგებელია საძიებო სისტემაში ვებგვერდის პოპულარიზაციაზე. დარგის სპეციალისტი მართავს ვებგვერდის გარე და შიდა პარამეტრებს ისე, რომ საძიებო სისტემაში (Google, Yahoo და ა.შ. ) კონკრეტული ვებგვერდი იძებნებოდეს პირველ სტრიქონებში, მომხმარებლის გარკვეული (ყველაზე აქტუალური) მოთხოვნების ძიებისას. SEO- ოპტიმიზაცია (ინგლ; search engine optimization) აუცილებელია კონკრეტულ საიტზე მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვისთვის და შესაბამისად გაიზრდება მოგება პროდუქციის თუ მომსახურების გაყიდვიდან ან/და რეკლამებიდან .
საძიებო სისტემა – ეს არის მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ინტერენეტში საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. მაგ: იმისათვის, რომ შეიძინოს ჩაიდანი, მომხმარებელი საძიებო სისტემაში წერს „ჩაიდნის შეძენა“ ან უბრალოდ “ჩაიდანი” და ამოწმებს პირველ გვერდზე ჩამოთვლილ რამდენიმე საიტს, რომელსაც საძიებო სისტემა აჩვენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებელი გადავა 21-ე ან 32-ე გვერდზე იმისათვის, რომ მოძებნოს მისთვის სასურველი ნივთი და თუ თქვენი კომპანიის საიტი განლაგებულია საძიებო სისტემის პირველ 10 ჩამონათვალში, ალბათობა იმისა, რომ მომხმარებელი სწორედ თქვენგან შეიძენს ჩაიდანს, ძალიან მაღალია. იმისთვის რომ თქვენი კომპანიის ვებგვერდის მისამართი აღმოჩნდეს საძიებო სისტემის პირველ ათეულში, იგი საძიებო სისტემის ‘ნდობას“ უნდა იწვევდეს, შეესაბამებოდეს ყველაზე სანდო და ხარისხიანი საიტების შერჩევის ალგორითმებს. სწორედ SEO-ოპტიმიზატორი მუშაობს ვებგვერდისა და საძიებო სისტემის პარამეტრებთან.
SEO-ოპტიმიზატორის საქმიანობას შეადგენს:
- კონკურენტების ანალიზი და მათი მდებარეობა ინტერნეტ სივრცეში
- სემანტიკური ბირთვის შემუშავება – საკვანძო სიტყვები და საძიებო მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც შეძლებს მომხმარებელი ვებგვერდის მოძიებას
- ვებგვერდის ყველა ტექნიკური შეცდომის გამოვლენა და გასწორება, რომელიც დაშვებული იყო ვებგვერდის ჩაშვებისას: არასწორი html-კოდი, გვერდების არასწორი კონფიგურაცია, meta-თაგების დუბლირება/არარსებობა, H1 სათაურების ან მთელი გვერდის არარსებობა, ვებგვერდის ჩატვირთვის სისწრაფე და ა.შ.
- საიტზე განსათავსებელი ხარისხიანი კონტენტის შექმნა ( ან სხვა რესურსებზე ვებგვერდის ბმულით). თითოეული სტატია უნდა იყოს არა მხოლოდ საინტერესო მომხამრებლისთვის, არამედ „გამჭვირვალე“ სტრუქტურის მქონე საძიებო სისტემისთვისაც.
- ვებგვერდის ნავიგაციის გაუმჯობესება.
- საიტზე გვერდების გახსნის სიჩქარის გაზრდა.
- ვებგვერდის რეგისტრაცია გარე რესურსებზე საძიებო სისტემების „ნდობის“ გაზრდის მიზნით.
- ანგარიშების მომზადება.
- ვებგვერდის მონიტორინგი.
- SEO-ს სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მონიტორინგი.
სად ვისწავლოთ
SEO სპეციალისტად მუშაობისთვის არ არის საჭირო უმაღლესი განათლება. დამსაქმებლები აფასებენ სამუშაო გამოცდილებას და პორტფელიოს, და არა დიპლომს. SEO– ის საფუძვლების დასაუფლებლად, შეგიძლიათ გაიაროთ მოკლე საგანმანათლებლო/სასერტიფიკატო კურსები ან ისწავლოთ დამოუკიდებლად წიგნების და სასწავლო ვიდეოების გამოყენებით. თუმცა, თუ თქვენ გსურთ SEO -ს მიმართულებით კარიერის დაგეგმვა ან საკუთარი ბიზნესის დაფუძნება ამ მიმართულებით, მიზანშეწონილია უმაღლესი განათლების მიღება ინფორმაციულ-ტექნოლოგიური (IT ), კომპიუეტრული ინჟნერიის ან მათემატიკური პროფილების მიმართულებით.
განათლების მიმართულება:
- მათემატიკა და მექანიკა
- კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ინფორმატიკა
- საინფორმაციო უსაფრთხოება
სად დასაქმდებით:
- IT კომპანიები, რომლებიც სპეციალიზდებიან საიტების განვითარებასა და პოპულარიზაციაში
- ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ვებგვერდი, რომელიც საჭიროებს განვითარებას და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას (თითქმის ნებისმიერი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ინტერნეტში)
- Freelance და საკუთარი ბიზნესის ორგანიზება
საჭირო კომპეტენციები:
- სწავლის და განვითარების უნარი
- სისტემური აზროვნება
- კომუნიკაბელურობა
- უცხო ენების ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირება
- ანალიტიკური აზროვნება
- მოთმინება და სტრესმედეგობა
- დისციპლინა და ორგანიზება
პროფესიის დადებითი მხარეები
- მოთხოვნადი პროფესია თანამედროვე შრომის ბაზარზე,
- ადრე ხდება დასაქმება, ვინაიდან არ საჭიროებს უმაღლეს განათლებას.
- შემოქმედებითი სამუშაო
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
პროფესიის უარყოფითი მხარეები
- რუტინული სამუშაო, ბევრი ქმედება ავტომატიზმამდე მიდის.
- დიდი კონკურენცია
- საჭიროება ყოველთვის იცოდეთ SEO-ს ყველა სიახლეზე.
- დიდი პასუხისმგებლობა კლიენტის ვებსაიტზე.
- მჯდომარე სამუშაო.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11;

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 220 65 20

ალტე უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2
საკონტაქტო ნომერი:
+995 32) 2 40 29 46/48

თავისუფალი უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 240
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 200 901

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 551 48 00 05

BTU-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 195 015

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი 5/7
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 477 197

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 900 000

Webster University Georgia
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 550 000 584