სამოქალაქო ინჟინერი

საქმიანობის სფერო:
მშენებლობა
საქმიანობის სახე:
კონტროლი, შეამოწმება, შეფასება, მოთხოვნებისა და წესების დაცვით ტექნოლოგიებით მუშაობა, ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება, გამოთვლების გაკეთება.
მოკლე აღწერილობა
სამოქალაქო ინჟინერი არის სპეციალისტი, რომელიც აპროექტებს, აშენებს და არემონტებს შენობებსა და ნაგებობებს, ხიდებსა და გზებს, ასევე გეგმავს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამშენებლო სამუშაოებს.
სამოქალაქო ინჟინერს შეუძლია იმუშაოს საპროექტო ორგანიზაციაში ან უშუალოდ სამშენებლო მოედანზე. იმისდა მიხედვით, თუ სად მუშაობენ, სამოქალაქო ინჟინრების სამუშაო პასუხისმგებლობა შეიძლება განსხვავდებოდეს:
სამშენებლო ობიექტზე მომუშავე სამოქალაქო ინჟინერი აკონტროლებს შენობების და ნაგებობების მშენებლობის ან შეკეთების პროცესს, აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, მართავს ზოგად სამშენებლო სამუშაოებს, ორმოს გათხრიდან გაზონების მონტაჟებამდე, ან შიდა საკომუნიკაციო სისტემების დამონტაჟებამდე ( გათბობა, ვენტილაცია, კანალიზაცია, ელექტროენერგია და ა.შ.).
საპროექტო ორგანიზაციაში მომუშავე სამოქალაქო ინჟინერი შეიმუშავებს მშენებლობის მთავარ გეგმას, რომელიც მოიცავს შენობების, ნაგებობების და გზების მდებარეობას. გარდა ამისა, სპეციალისტი ეწევა სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვას, ირჩევს მშენებლობისთვის აუცილებელ მასალებს, ითვლის და აპროექტებს საძირკველს, მზიდ და დამცავ კონსტრუქციებს (სტრუქტურის „ჩონჩხი“), ადგენს შეფასებებს და დოკუმენტაციას სამშენებლო სტანდარტებისთვის. იმის დადგენა, თუ რამდენი დრო, მუშა, ფული და მასალა დასჭირდება მშენებლობას.
სამშენებლო ინჟინერი ასევე ახორციელებს მშენებლობაზე საპროექტო ზედამხედველობას, ანუ აღრიცხავს შესრულებული სამუშაოს შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან.
განათლების მიმართულება:
მშებენლობა
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამოქალაქო ინჟინერის მთავარი მოვალეობებია:
- პროექტების დაგეგმვა და განვითარება: გზების, ხიდების, კაშხლების, შენობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის პროექტირება. პროექტების ტექნიკური დეტალების განსაზღვრა და შესაბამისი გეგმის შემუშავება.
- მასალებისა და კონსტრუქციების ანალიზი: სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციის თვისებების შეფასება და მათი გამოყენების რეკომენდაცია.
- ბიუჯეტის და ვადების განსაზღვრა: პროექტის ღირებულების გაანგარიშება და ვადების შემუშავება.
- სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა: სამუშაო პროცესის კონტროლი და რეგულაციების დაცვა, ხარისხის შემოწმება.
- უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სამშენებლო და ექსპლუატაციის პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
- დოკუმენტაციის და ანგარიშგების მომზადება: პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის და პროგრესის ანგარიშების მომზადება
სად დავსაქმდები:
- სამშენებლო–საპროექტო–საკონსტრუქტორო კომპანიები;
- მერიების, მუნიციპალიტეტეტების და სამინისტროების სამშენებლო პროფილით მომუშავე სამსახურები;
- სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიები;
- სამშენებლო საექსპერტო ბიუროები, საგამოცდო და ტესტირების ლაბორატორიები, საშენი მასალების და ნაკეთობების დამამზადელ საწარმოებში, საშენი მასალების მომპოვებელ კარიერებზე, წყალმომარაგება–წყალარინების სისტემების წყლის გამწმენდ სადგურებში;
საჭირო კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა: საერთო მიზნების მისაღწევად გუნდში მუშაობის უნარი.
- დირექტიულობა: მართვის და სხვათაგან პასუხისმგებლობების შესრულების მოთხოვნის უნარი.
- ორგანიზებულობა: საქმიანობის ორგანიზების შესაძლებლობა, ვადების დაცვა.
- ყურადღება: დასახულ ამოცანაზე ფოკუსირების მოხდენა, დეტალების მიმართ ყურადღების კონცენტრირების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირების უნარი
- სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხით განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების სურვილი
პროფესიის დადებითი მხარეები
- პროფესიის ფართო შესაძლებლობები: სამოქალაქო ინჟინერები საჭირო არიან მრავალ სფეროში, მათ შორის გზების, წყლის სისტემების, ენერგეტიკის და საცხოვრებელი სივრცის განვითარების სფეროებში.
- ზემოქმედება საზოგადოებაზე: სამოქალაქო ინჟინერები ქმნიან პროექტებს, რომლებიც აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრებას და საცხოვრებელ გარემოს.
- კარიერული განვითარების პერსპექტივა: შესაძლებლობა, გაიარო კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები და დაკავდე მენეჯერულ ან სამეცნიერო საქმიანობით.
- შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების გამოყენება: პროფესია მოითხოვს როგორც ინოვაციურ იდეებს, ასევე მათ პრაქტიკულ რეალიზებას.
- სტაბილური ანაზღაურება: გამოცდილი სამოქალაქო ინჟინრებისთვის უზრუნველყოფილია მაღალი და სტაბილური შემოსავალი.
პროფესიის უარყოფითი მხარეები
- დიდი პასუხისმგებლობა: სამოქალაქო ინჟინერის შეცდომებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
- სტრესული სამუშაო გარემო: ხშირად მოითხოვება ვადებში მუშაობა, რაც სტრესის მაღალი დონეს იწვევს.
- მუდმივი სწავლა და განახლება: ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მოითხოვს მუდმივად სიახლეების შესწავლას.
- არამდგრადი სამუშაო გრაფიკი: შეიძლება საჭირო გახდეს ხანგრძლივი სამუშაო საათები ან მუშაობა რთულ კლიმატურ პირობებში.
- ფიზიკური დატვირთვა: ხშირი ვიზიტები სამშენებლო ობიექტებზე და ფიზიკური აქტიურობა სამუშაო პროცესში.
სად ვისწავლი?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 220 65 20