ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი

საქმიანობის სფერო
ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, სოციალური მუშაობა
საქმინობის სახე
ადამიანებთან კომუნიკაცია (დახმარება, მომსახურება, მხარდაჭერა)
მოკლე აღწერილობა
ფსიქოკონსულტანტის მთავარი ამოცანაა შექმნას პირობები იმისთვის, რომ მასთან კონსულტირებაზე მისული ადამიანის მდგომაროება შეიცვალოს და მის ცხოვრებაში მოხდეს პოზიტიური ცვლილებები. ასეთ სპეციალისტს უნდა შეეძლოს კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში შექმნას ისეთი პირობები, რომლითაც კლიენტს შეეძლება მოიძიოს თავისი რესურსები, გამოავლინოს პოტენციალი და გადალახოს ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევა.
ფსიქოკონსულტანტის ძირითადი საქმიანობა კლიენტებთან ურთიერთობაა. თუმცა, ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ფსიქოლოგის კომუნიკაცია კლიენტთან ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი, ყოველდღიური ურთიერთობებისგან და ფსიქოლოგისა და კლინეტისთვის დამახასიათებელ, სპეციალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს სპეციალისტი იძენს გრძელვადიანი სწავლების და პრაქტიკის პროცესში.
მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოდის კონსულტაციაზე ფსიქოლოგთან, კონსულტანტი ეპყრობა მას პატივისცემით და თანაგრძნობით. პროფესიონალი ფსიქოლოგი არასოდეს აძლევს თავს უფლებას შეაფასოს თავისი კლიენტი.
საუბრის მსვლელობისას ფსიქოლოგს სჭირდება აქტიური მოსმენა და ყურადღების კონცენტრირება კლიენტის ყოველ სიტყვასა და მოძრაობაზე, რადგან ყოველივე ამას შეუძლია დაეხმაროს ფსიქოკონსულტანტს გაიგოს პაციენტის მდგომარეობა, განცდები. მას სჭირდება იმ უზარმაზარი ინფორმაციის ანალიზი, რომელსაც პაციენტი უზიარებს მას. გარდა ამისა, მან ერთდროულად უნდა განიხილოს ყოველი სიტყვა, ყველა დასმული შეკითხვა. მთელი კონსულტაციის განმავლობაში ფსიქოლოგი უნდა იყოს გულწრფელი და ბუნებრივი, მაგრამ ამავე დროს აკონტროლოს ყველა თავისი ემოცია.
ფსიქოკონსულტანტს არ შეუძლია რჩევა მისცეს თავის კლიენტს პირადი გამოცდილებიდან ან სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე. მან გულდასმით უნდა გააანალიზოს თავისი კლიენტის უნიკალური სიტუაცია და შექმნას ისეთი პირობები, რომლითაც ადამიანს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება საკუთარ რესურსებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით .
განათლების მიმართულება:
ფსიქოლოგია
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო მოვალეობები:
- ადამიანების ქცევის და ემოციური მდგომარეობის შეფასება.
- ფსიქიკური და ემოციური პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
- კონსულტაციების ჩატარება პიროვნული, ოჯახური ან პროფესიული საკითხების შესახებ.
- სტრესის მართვის, თვითშეფასების გაუმჯობესებისა და კონფლიქტების გადაჭრის სტრატეგიების შემუშავება.
- კვლევების ჩატარება ფსიქოლოგიური თეორიებისა და პრაქტიკის განვითარებისთვის.
- თანამშრომლობა ექიმებთან, მასწავლებლებთან და სხვა პროფესიონალებთან, საჭიროების შემთხვევაში.
სად დავსაქმდები:
- ფსიქოლოგიური ცენტრები
- სამედიცინო დაწესებულებები (კლინიკები, საავადმყოფოები)
- კერძო პრაქტიკა
- საგანმანათლებლო დაწესებულებები
საჭირო კომპეტენციები:
- კონტაქტების დამყარება: სხვა ადამიანთან საერთო ენის ადვილად პოვნის უნარი
- მომხმარებელზე ფოკუსირება: ყურადღებით მოსმენა და თანაგრძნობა
- სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხით განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების სურვილი
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირების უნარი
პროფესიის დადებითი მხარეები:
- ადამიანების დახმარების შესაძლებლობა: ფსიქოლოგს შეუძლია რეალური ცვლილებები მოიტანოს ადამიანის ცხოვრებაში, რაც პროფესიულად და ემოციურად დამაკმაყოფილებელია.
- მრავალფეროვანი მიმართულებები: ფსიქოლოგიის სფერო მოიცავს მრავალ მიმართულებას, რაც სპეციალისტს აძლევს არჩევანის თავისუფლებას კარიერული განვითარებისას.
- მუდმივი კარიერული მოთხოვნა: ფსიქოლოგი ყოველთვის იქნება საჭირო, განსაკუთრებით სტრესის, დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდის ფონზე.
- დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობა: ფსიქოლოგებს შეუძლიათ საკუთარი პრაქტიკის დაწყება ან მუშაობა თავისუფალ გრაფიკში.
- პიროვნული განვითარების ხელშეწყობა: პროფესია ხელს უწყობს ფსიქოლოგის პიროვნულ განვითარებას, ემოციური ინტელექტის და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას.
- გლობალური დასაქმების პერსპექტივა: ფსიქოლოგიის პროფესია უნივერსალურია და საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
პროფესიის უარყოფითი მხარეები:
- ემოციური დატვირთვა: ფსიქოლოგის მუშაობა ხშირად მოიცავს მძიმე ემოციურ სიტუაციების განხილვას, რაც შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს.
- გრძელვადიანი სწავლება: პროფესია მოითხოვს ხანგრძლივ სწავლებასა და სერთიფიკაციის პროცესს, რაც შეიძლება რთული იყოს.
- პაციენტებზე მაღალი პასუხისმგებლობა: ფსიქოლოგის არასწორ გადაწყვეტილებას ან მიდგომას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს პაციენტისთვის.
- საწყისი ეტაპის დაბალი ანაზღაურება: ფსიქოლოგები კარიერის დასაწყისში ხშირად მცირე შემოსავალს იღებენ, განსაკუთრებით კერძო პრაქტიკის დაწყებამდე.
- კონფიდენციალობის მაღალი სტანდარტი: პროფესია მოითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას, რაც დამატებით პასუხისმგებლობას ქმნის.
- პროფესიული გამოფიტვის რისკი: მუდმივი ემოციური ჩართულობა და დატვირთვა შეიძლება პროფესიული გამოფიტვის მიზეზი გახდეს.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995 422 271 780

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 551 48 00 05

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32

Webster University Georgia
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 550 000 584

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

ალტე უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2
საკონტაქტო ნომერი:
+995 32) 2 40 29 46/48

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 238 44 06

ჯიპა -საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 249 75 00

სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 242 22 42

ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 000 171

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლათბილისი, შატილის ქ. #4
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 48 01 41

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დ. უზნაძის 68
ქ. რუსთავი, შევჩენკოს 5
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 295 10 40

მართვისა და კომუნიკაციებისა საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 67
საკონტაქტო ნომერი:
995 558 19 81 98

ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქუჩა 56
საკონტაქტო ნომერი:
+995 593 55 79 01

თბილისის თავისუფალი აკადემია
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჯურხა ნადირაზის 43
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 35 38 36