
სასწავლო განმავითარებელი პროგრამები
„პროფესიული ორიენტაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ გთავაზობთ არაფორმალური განათლების პრინციპებისა და მიდგომების გათვალისწინებით შექმნილ სასწავლო-განმავითარებელ პროგრამებს, რომლებზეც მუშაობდნენ კვალიფიციური და სერტიფიცირებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები.
არაფორმალური განათლების პრინციპების გათვალისწინებით განსაზღვრული სხვადასხვა აქტივობა საუკეთესო საშუალებაა ისეთი კომპეტენციების შეძენისა და განვითარებისთვის, როგორიცაა: სოციალური უნარები (soft skills) – კომუნიკაბელობა, დროის მართვა, ყურადღება, შედეგზე ორიენტირებულობა, საჯარო გამოსვლის უნარი, კრეატიულობა, გუნდურობა, ლოგიკური აზროვნებისა და სხვა უნარები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სწავლის, პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის.
ჩვენი ფსიქოლოგიურ-განმავითარებელი პროგრამები ხელს შეგიწყობთ გაიუმჯობესოთ ურთიერთობების კომპეტენცია, აიმაღლოთ სწავლისა და საქმიანობის მოტივაცია, შეძლოთ საკუთარი დროის სწორად ორგანიზება, უკეთ გააცნობიეროთ და მართოთ საკუთარი ემოციები, თანალმობით განეწყოთ სხვათა მიმართ.
პანდემიის გამო ამ ეტაპზე ტრენინგები ტარდება ონლაინ-ფორმატში.