ემოციური გონიერება

არის თუ არა შესაძლებელი იმის პროგნოზირება, რამდენად წარმატებული იქნებით პირად და პროფესიულ ცხოვრებაში უკვე სკოლის ასაკიდან? კვლევებით დადასტურებულია, რომ ინტელექტის კოეფიციენტი განსაზღვრავს აკადემიურ მიღწევებს სასწავლო დაწესებულებეში, მაგრამ რა განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას და წარმატებას?
თანამედროვე სოციუმში ინტელექტის კოეფიციენტი მხოლოდ 20%-ით განაპირობებს ჩვენს წარმატებას, ხოლო ემოციური ინტელექტი კი, 80%-ით.
ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი, რომელიც აერთიანებს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: ემპათია, მოტივაცია, თავდაჯერებულობა, ოპტიმიზმი, ადაპტაცია, საუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერება….
ახალი თაობა სულ უფრო მეტად ხდება ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული. სოციალურ ქსელებში ემოციების გამოხატვა ე.წ. „სმაილებით“ შემოიფარგლება, ახალი ადამიანების გასაცნობად მესენჯერიც საკმარისია. ამ თაობის მახასიათებელ თვისებად იქცა აგრესიულობა, იმპულსურობა, დეპრესიულობა, ნაკლები ამბიციურობა, თვითშეფასების პრობლემები და ზრდა-განვითარების ნაკლები სურვილი. „კომპიუტერული თაობა“ ნაკლებად არის ორიენტირებული სოციალური ურთიერთობებისა და სოციალური უნარების განვითარებაზე, რითაც უარს ამბობენ ბედნიერებისა და წარმატების წინაპირობაზე.
თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანის ემოციური მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები და წარმატებულები. სწორედ ამიტომ, ემოციური ინტელექტი 21-ე საუკუნის საბაზისო უნარად იქცა.

ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

მათთვის, ვისაც სურს:
• ამოიცნოს საკუთარი ემოციები და შეინარჩუნოს წონასწორობა ნებისმიერ სიტუაციაში;
• ისწავლოს საკუთარ ემოციებზე მუშაობა სათანადო სტრატეგიების და ინსტრუმენტების გამოყენებით;
• ისწავლოს ჯანსაღი აზრის შენარჩუნება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
• შეინარჩუნოს პოზიტიური ხედვა და მოძებნოს შინაგანი რესურსი დადებითი ცვლილებებისთვის;
• გააცნობიეროს თავისი ჩვევები და თითოეული ემოციის ფასეულობა;
• ისწავლოს სხვისი ემოციების ამოცნობა და თანაგრძნობის გამოხატვა;

სამუშაო თემები:
• რა არის ემოციური ინტელექტი;
• რა როლი აქვს ემოციურ ინტელექტს წარმატების მიღწევის პროცესში;
• როგორ შეიძლება განვავითაროთ ემოციური ინტელექტი;
• როგორ ვმართოთ ემოციები და ავიმაღლოთ ემპათია;

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე, მცირე ჯგუფებში და წყვილებში;
⮚ ენერჯაიზერები და სახალისო თამაშები;
⮚ მამოტივირებელი, თემატური მინი-ვიდეოები;
⮚ მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• გაიგებენ, თუ როგორ ვლინდება ქცევაში დაბალი ან მაღალი ემოციური ინტელექტი;
• შეძლებენ საკუთარ თავში შეაფასონ იმ უნარების განვითარების საჭიროება, რომლებიც ახასიათებს მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანს;
• დაინახავენ, რომ სოციალურ თუ პროფესიულ ურთიერთობებში რეფლექსიის, თვითრეგულაციის, ემპათიის უნარის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია (ან მიღწეული შედეგი მოკლევადიანია);
• საკუთარ თავზე გამოცდიან იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეხმარება ადამიანს ემოციური გონიერების შემადგენელი კომპონენტების განვითარებასა და გამოვლენაში;
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი