სასწავლო პროგრამები

კრეატიული აზროვნება

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გაყვეთ ბმულს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/oGLjNwmg889kyRuG9

ტრენინგის მიზანია – მოზარდებსა და ახალგაზრდებს ვასწავლოთ განსხვავებულად აზროვნება და ამავდროულად საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა, რათა თავდაჯერებულად ამცნონ საკუთარი იდეები სამყაროს.

ტრენინგის ამოცანაა – ვასწავლოთ მოზარდებსა და ახალგაზრდებს გაარღვიონ სტანდარტული აზროვნების ჩარჩოები, არ რცხვენოდეთ საკუთარი ფანტაზიების და სჯეროდეთ თავიანთი იდეების. ჩვენი მონაწილეები სხვადასხვა განსხვავებულ დავალებას და სავარჯიშოს შეასრულებენ კრეატიულობის განსავითარებლად, რათა ისწავლონ ახლებურად შეხედონ სრულიად ჩვეულებრივ საგნებს. ალტერნატიული რაკურსით ხედვის და შემოქმედებითობის განვითარება დაეხმარება მონაწილეებს პრეზენტაციის შექმნის, საინტერესოდ წერის, ფოტოგრაფირების, ვიდეოს გადაღების თუ სხვა პროცესში; ეს იქნება ერთგვარი სულის შთაბერვა კრეატიული იდეების გენერირებისთვის.

რამდენად ხშირად უშვებენ ხელიდან შანსს ადამიანები გენიალური იდეა გაუზიარონ სხვებს მხოლოდ იმიტომ, რომ რცხვენიათ! რამდენი საინტერესო იდეა დარენილა ჩრდილში იმის, გამო, რომ შეგვშინებია არ გავხმდარვიყავით დაცინვის ობიექტი! ჩვენ გასწავლით როგორ იხილოს მზის სინათლე თქვენმა იდეებმა, როგორ იყოთ განსხვავებული თამამად და თავდაჯერებულად, როგორ ჩაატაროთ წარმატებული პრეზენტაცია და გამოხატოთ მზადყოფნა უკუკავშირის მისაღებად.

    ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

    მათთვის, ვისაც სურს:

    • განივითაროს არასტანდარტული, შემოქმედებითი მიდგომები;
    • შეიძინოს მეტი თავდაჯერებულობა და შეძლოს ღირებული იდეების გენერირება;
    • საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გაღვიძება და აღქმის მოქნილობის განვითარება;
    • გაიგოს იმ ეფექტიანი ინსტრუმენტების და ტექნიკების თაობაზე, რომელიც მაქსიმალურად ეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას და პრაქტიკაში გამოყენებას;

    სამუშაო თემები:

    • სამი ტვინის თეორია, რბილი უნარები და კრეატიულობა
    • ვის შეუძლია იყოს კრეატიული? – შაბლონები და ფიქრის მოდელები
    • კრეატიულობის 4C მოდელი. სისტემების მოდელი
    • კრეატიულობის 10 პრინციპი
    • დიზაინ აზროვნება და პროტოტიპირება
    • რატომ არის კრეატივი ამოუწურავი?

    სამუშაო ფორმატი:

    • მუშაობა საერთო წრეზე და მცირე ჯგუფებში და წყვილებში;
    • ენერჯაიზერები და სახალისო თამაშები;
    • მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
    • როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
    • ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები/სავარჯიშოები.

    ტრენინგის შედეგად მონაწილეები :

    • შეძლებენ კრეატიულად აზროვნებას და დამოუკიდებლად არასტანდარტული გადაწყვეტილებების გამონახვას სხვადასხვა სიტუაციაში;
    • გაეცნობიან კრეატიულობის მეცნიერულ თეორიებს და მათი გამოყენების შესაძლებლობებს პრაქტიკაში;
    • გაიცნობენ კრეატიულობას, როგორც თანდაყოლილ რბილ უნარს და იდეის გენერირების პროცესს;
    • იმსჯელებენ კრეატიულობის ხელისშემშლელი ფაქტორების და მათი დაძლევის შესახებ;
    • იმუშავებენ ინოვაციურ მოდელზე, როგორიცაა დიზაინ-აზროვნება და პროტოტიპირება;
    • იმუშავებენ პრაქტიქულ დავალებეზე, სავარჯიშოებზე და თამაშებზე, რათა სათანადოდ შეაფასონ კრეატიული მიდგომის ეფექტი და საჭროება ყოველდღიურ ცხოვრებაში (და არა მხოლოდ შემოქმედებით პროფესიებში);
    • ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

     

    --

    დატოვე კომენტარი