ლიდერი და გუნდი

ლიდერობა და გუნდურობა, კომუნიკაციის, საკუთარი ცხოვრების მართვის, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის ერთ-ერთი უმთავრესი უნარია. ლიდერობა ადამიანის საკუთარი თავის ნდობა, შესაძლებლობების ცოდნა, სუსტი და ძლიერი მხარეების გაგება, საკუთარი რესურსების გაცნობიერება, მუდმივი ზრდის და განვითარების სურვილია!
ლიდერები მხოლოდ გუნდში არ იკვეთებიან. ლიდერობა, ეს არის უნარი მართო საკუთარი ცხოვრება შენი სურვილის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილებები თავდაჯერებულად და ეფექტიანად შეძლო კომუნიკაცია სოციუმში.
ლიდერობა ეს არის უნარი შთაგონება ჩაბერო ადამიანებს რათა ისინი გამოგყვნენ, გაიზიარონ შენი იდეები და შენთან ერთად აკეთონ საერთო საქმე. ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერები ხდებიან! მთავარია სურვილი, საკუთარი თავის ნდობა და შესაბამისი უნარ-ჩვევების დასწავლა.

ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

მათთვის, ვისაც სურს:
• განივითაროს ლიდერული უნარები და ისწავლოს გუნდთან ურთიერთობა;
• ისწავლოს კონფლიქტების პრევენციის გზები და უკვე არსებული კონფლიქტების მოგვარების ტექნიკები;
• გააცნობიეროს, როგორ უნდა გახდეს ლიდერი საკუთარ ცხოვრებაში;
• გახდეს დამოუკიდებელი და ამავდროულად შეძლოს ადამიანების ჯგუფთან წარმატებული კომუნიკაცია;
• შეძლოს მიზნების დასახვა და მათი მიღწევა;
• ისწავლოს ახალი იდეების გენერირების და მათი რეალიზების ტექნიკური ინსტრუმენტები;

სამუშაო თემები:
• ლიდერობის და გუნდურობის საფუძვლები;
• ეფექტიანი კომუნიკაცია და დარწმუნების უნარი;
• კონფლიქტების მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ტექნიკები;
• ლიდერის შესაძლებლობები და გუნდში მუშაობა;

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე, მცირე ჯგუფებში და წყვილებში;
⮚ ენერჯაიზერები და სახალისო თამაშები;
⮚ მამოტივირებელი, თემატური მინი-ვიდეოები;
⮚ მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• გაეცნობიან გუნდის განვითარების თეორიას და განიხილავენ ლიდერის ფუნქციებს გუნდში;
• იმსჯელებენ განსხვავებებზე ლიდერისა და მენეჯერის როლებს შორის; ასევე, გააანალიზებენ ფორმალური და არაფორმალური ლიდერის საჭიროებას სხვადასხვა სოციალური თუ პროფესიული ჯგუფებისათვის;
• მოირგებენ ლიდერის როლის და გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა მოდელირებულ სიტუაციაში;
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი