საქმეები პროექტებად

თანამედროვე სამყარო მოზარდი-ახალგაზრდობისგან გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ. მათი დღის წესრიგი, როგორც წესი, სტრუქტურირებულ-დაგეგმილია: სკოლის დრო და მის გარეთ სხვადასხვა აქტივობა.

აბიტურიენტს მსხვილი პროექტი აქვს დასასრულებელი: სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. დაგეგმილი აქვს ყოველდღიური საქმიანობა, თუმცა მაინც უჭირს დროის მართვა, პრიორიტეტების გადანაწილება და დაგეგმილი აქტივობების სრულად განხორციელება. მოზარდებს ხშირად აქვთ კონფლიქტი საკუთარ თავთან იმის გამო, რომ სურთ სოციალურ ქსელებში ურთიერთობები, ფეხბურთის მატჩის ყურება, მეგობრის დაბადების დღეზე წასვლა…

მოზარდის ნებისმიერი საქმიანობა ეს არის მისი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელება სურს, მაგრამ არ იცის როგორ მიანიჭოს პრიორიტეტები აქტივობებს მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე: რუტინა ღლის, ბევრი საქმე მოტივაციას უკარგავს, დასვენებას ხალისი არ ახლავს.

ჩვენ ცხოვრებაში ნებისმიერი საქმიანობა არის ერთგვარი პროექტი, იქნება ეს გემრიელი სადილის მომზადება საყვარელი ადამიანისთვის თუ ქველმოქმედება მსოფლიოს მასშტაბით. მიზნის მიღწევის გზაზე ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს საქმის ორგანიზებას, დროის მართვას, პრიორიტეტების დასახვას, რუტინული სამუშაოს შესრულებას, თავისუფალი დროის დაგეგმვას, დედლაინების გაწერას.

დიდი პროექტების მცირე საქმეებად დაყოფა, სწორად ორგანიზებული რუტინა და დროის მართვა, თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელების უტყუარი გარანტია.

ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

მათთვის, ვისაც სურს:

• ისწავლოს რა არის პროექტი;
• როგორ გარდაქმნას პროექტის რთული მიზნები მარტივ ამოცანებად;
• გააცნობიეროს როგორ ხდება პროექტების შექმნა და პრიორიტეტების მართვა;
• გაიგოს როგორია წარმატებული პროექტი და რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად;
• ისწავლოს საკუთარი პროექტების შექმნა და მისთვის სიცოცხლის ჩაბერვა;
• ისწავლოს დროის მართვა, პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება;
• აიღოს პასუხისმგებლობა საქმეების წარმატებით შესრულებაზე და ქონდეს მეტი დრო განტვირთვისთვის;

სამუშაო თემები:
• პროექტების დაგეგმვა და მართვა;
• დროის მართვის ტექნიკები;
• ინიციატივა და პასუხისმგებლობა;
• პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და რისკები;
• პროექტის ეფექტიანობა და ანალიზი;

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე და მცირე ჯგუფებში, წყვილებში;
⮚ ენერჯაიზერები და სახალისო თამაშები;
⮚ მამოტივირებელი, თემატური მინი-ვიდეოები;
⮚ მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• გაეცნობიან და გამოცდიან პროექტის წერის ტექნიკას, როგორც საქმიანობის დაგეგმვის მეთოდს და შეეცდებიან საკუთარი იდეები აქციონ მინი-პროექტებად;
• მიიღებენ ინფორმაციას პროექტის განხორციელების ეტაპების, პროექტის მართვის ინსტრუმენტებისა და შეფასების პროცესის შესახებ;
• შეძლებან მენტორთან ერთად ტრენინგზე შექმნილი მინი-პროექტების განხორციელებას და შეფასების პროცესის წარმართვას;
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი