სასწავლო პროგრამები

ჯანსაღი თვითშეფასება

როცა ჩვენი ფიქრები ემთხვევა ჩვენს სიტყვებს-ეს თავდაჯერებულობაა, როცა ჩვენი სიტყვები თანხვედრაშია ჩვენს ქცევასთან, ეს -ჯანსაღი თვითშეფასებაა.

გამარჯობა, ნება მომეცით გკითხოთ …
√ თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია შეძლოთ გადაწყვეტილებების თამამად მიღება?
√ რამდენად მნიშვნელოვანია, ისწავლოთ როგორ მართოთ თქვენი ცხოვრება უფრო ეფექტიანად?
√ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი აზრი გქონდეთ და თანატოლებში დაფასებული იყოთ?
√ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებული, ბედნიერი და წარმატებული იყოთ?

რასაკვირველია ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითშეფასება პიროვნების ფორმირების ხერხემალი და მისი ცხოვრებისეული საყრდენია. ჯანსაღი თვითშეფასების უნარი კი – ადამიანის ცხოვრების, მისი ბედნიერების და წარმატების განმსაზღვრელი უნარია

თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ:
⮚ მოზარდები და ახალგაზრდები ბევრ დროს ხარჯავენ სოციალურ ქსელებში;
⮚ მოზარდები და ახალგაზრდები ბევრ დროს ატარებენ თავიანთ ოთახებში;
⮚ მოზარდებს და ახალგაზრდებს უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება;
⮚ მოზარდებს და ახალგაზრდებს უჭირთ ცოცხალი კომუნიკაცია თანატოლებთან;
⮚ მოზარდები და ახალგაზრდები უკმაყოფილონი არიან თავისი სხეულით და გარეგნობით;
⮚ მოზარდებს და ახალგაზრდებს ცუდი ურთიერთობა აქვთ მშობლებთან;
⮚ მოზარდებს და ახალგაზრდებს სულ უფრო და უფრო უჭირთ საკუთარი თავის პოვნა;

გაიხსენეთ ის წუთები, როცა რაიმე საკუთარი ძალისხმევით წარმატებით გამოგვდის; როცა მნიშვნელოვან საქმეს თავს ვართმევთ დამოუკიდებლად, მაშინვე სიამაყე გვეუფლება, გვჯერა საკუთარი თავის; ხოლო როდესაც გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ჩვენს ირგვლივ სამყარო სამართლიანი, პასუხისმგებლიანი, თანგრძნობით გამსჭვალული, პოზიტიური და სიყვარულით სავსე ხდება.

ვისთვის არის სასარგებლო ეს ტრენინგი:

მათთვის, ვისაც სურს:
• გაიცნოს და ნდობა გამოუცხადოს საკუთარ თავს;
• მოახდინოს საკუთარი რესურსების გაცნობიერება და აქტუალიზება;
• ისწავლოს ჯანსაღი წარმოდგენის ჩამოყალიბება და საკუთარი თავის მოსმენა;
• გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები და გამოიმუშავოს თვითშეფასების ამაღლების უნარები;
• გამოიმუშავოს ადექვატური თვითშეფასების ფორმირებისა და საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების უნარები;
• მიიღოს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ქცევის ახლი მოდელები;

სამუშაო თემები:
• თვითშეფასების რაობა და ფორმები;
• ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოჩენა თვითიდენტიფიკაციის გზაზე;
• ჯანსაღი თვითშეფასების ფორმირების მეთოდები;
• თვითკომპეტენცია და თვითპატივისცემა;
• მე-კონცეფცია;

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე, მცირე ჯგუფებში და წყვილებში,;
⮚ ენერჯაიზერები და სახალისო თამაშები;
⮚ მამოტივირებელი, თემატური მინი-ვიდეოები;
⮚ მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• ისწავლიან საკუთარი თავის ნდობას;
• გაიფართოვებენ შეხედულებებს საკუთარი რესურსების, შესაძლებლობების და უნარების შესახებ;
• ისწავლიან ჯანსაღი თვითშეფასების ინსტრუმენტებს და შეძლებენ საკუთარი თავის ადექვატურ შეფასებას;
• განივითარებენ პოზიტიური აზროვნების უნარებს;
• შეძლებენ საკუთარი თავის უპირობო მიღებას;
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი