ბიოტექნოლოგი

საქმიანობის სფერო
კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობის მრეწველობა, ფარმაცევტული მრეწველობა, ეკოლოგია და გარემოს მართვა
საქმინობის სახე
კვლევა, ექსპერიმენტი, ახალი ცოდნის მიღება
მოკლე აღწერილობა
ბიოტექნოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც დაკავებულია ბიოლოგიური ნედლეულის გადამუშავებით მიკროორგანიზმების, მცენარეებისა და ცხოველების უჯრედების გამოყენებით. ბიოლოგიის, გენეტიკური ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკის გამოყენებით ბიოტექნოლოგები მიკროორგანიზმების გამოყენების ახალ გზებს ამუშავებენ სხვადასხვა ინდუსტრიაში პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად.
მაგალითად, კვების მრეწველობის ბიოტექნოლოგი ავითარებს საკვებ დანამატებს. სწორედ ამ სპეციალისტების დამსახურებაა კვების მრეწველობაში ობიანი სოკოს დახმარებით ლიმონმჟავას წარმოება, რომელიც ემსახურება საკვები პროდუქტების გემოს გაძლიერებას თუ მჟავიანობის დამატებას.
ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ბიოტექნოლოგები მონაწილეობენ დიეტური დანამატებისა და ვიტამინების შექმნაში. ხოლო სოფლის მეურნეობაში – არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში ცხოველთა და მცენარეთა მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
გარდა ამისა, ბიოტექნოლოგების მუშაობის შედეგები გამოიყენება გარემოს დასაცავად – მაგალითად, მათ შექმნეს ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ ნავთობის გადამუშავება და ნავთობის დაღვრის სავალალო შედეგების განეიტრალება და აღმოფხვრა.
განათლების მიმართულება:
ბიოლოგიური მეცნიერებები
სამრეწველო ეკოლოგია და ბიოტექნოლოგია
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სად დავსაქმდები:
- ფარმაცევტული ინდუსტრიის საწარმოები
- სურსათის მწარმოებელი საწარმოები
- სასოფლო-სამეურნეო საწარმოები
- კვლევითი ლაბორატორიები, კლინიკები
- გარემოს დაცვის ორგანიზაციები
საჭირო კომპეტენციები:
- სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების უნარი
- სწავლისადმი დამოკიდებულება: ახალი ცოდნის შეძენისა და ცოდნის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირების უნარი
- ყურადღება: დეტალებზე ფოკუსირების და ყურადღების კონცენტრირების უნარი
პროფესიის დადებითი მხარეები
- საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობა: ბიოტექნოლოგები მუშაობენ ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის განვითარებას. მაგალითად, მედიკამენტების შექმნა, დაავადებების მკურნალობა ან ჯანსაღი საკვების წარმოება.
- მაღალი მოთხოვნა შრომის ბაზარზე: ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესის გათვალისწინებით, ბიოტექნოლოგები საჭირო არიან როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ სფეროებში.
- მუდმივი განვითარება: პროფესია მოითხოვს ახალი ტექნოლოგიების და კვლევის მეთოდების გაცნობას, რაც შესაძლებლობას აძლევს სპეციალისტს მუდმივად განაახლოს ცოდნა და იყოს ინოვაციების ეპიცენტრში.
- მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობები: ბიოტექნოლოგს შეუძლია იმუშაოს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ფარმაცევტიკა, გენეტიკა, გარემოს დაცვა, საკვების წარმოება ან ბიოენერგეტიკა.
- მეცნიერული და შემოქმედებითი მუშაობა: პროფესია მოითხოვს კრეატიულ და ანალიტიკურ აზროვნებას, რაც ხელს უწყობს საინტერესო და უნიკალური გადაწყვეტილებების შექმნას.
- გლობალური შესაძლებლობები: ეს პროფესია გთავაზობთ საერთაშორისო დონეზე სამუშაო შესაძლებლობებს, რადგან ბიოტექნოლოგია არის უნივერსალური და მაღალგანვითარებული სფერო.
პროფესიის უარყოფითი მხარეები
- პროფესიაში შესვლის ბარიერი: პროფესია მოითხოვს სიღრმისეულ განათლებას ბიოლოგიაში, ქიმიაში, გენეტიკასა და ზოგჯერ ფიზიკაშიც, რაც შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული.
- მაღალი კონკურენცია: ბიოტექნოლოგია სწრაფად განვითარებადი სფეროა, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და პოზიციების მოსაპოვებლად აუცილებელია უნიკალური უნარების ქონა.
- მუდმივი სწავლა და განახლება: პროფესია მოითხოვს მუდმივ სწავლებას, რადგან ბიოტექნოლოგიაში ახალი აღმოჩენები და მიდგომები ხშირად ჩნდება.
- დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები ზოგიერთ რეგიონში: ბიოტექნოლოგიაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობები შეიძლება შეზღუდული იყოს.
- სამუშაო პროცესის სირთულე და სტრესი: კვლევები ხშირად მოითხოვს დიდ დროს, ყურადღებას და დეტალებზე ფოკუსირებას. ექსპერიმენტების წარუმატებლობა ან რესურსების შეზღუდვა ხშირად იწვევს სტრესს.
- ეთიკური საკითხები: ბიოტექნოლოგიაში ხშირად ჩნდება ეთიკური დილემები, განსაკუთრებით გენეტიკური მოდიფიკაციისა და ბიოინჟინერიის სფეროში, რაც მუშაობას უფრო კომპლექსურს ხდის.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995 422 271 780

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

თბილისის თავისუფალი აკადემია
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჯურხა ნადირაზის 43
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 35 38 36