image

მშობელთა კლუბი

„პროფესიული ორიენტაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ გიწვევთ “მშობელთა კლუბში”, სადაც სანდო, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში თქვენ შეძლებთ დარგის ექსპერტებისაგან მიიღოთ ინფორმაცია თანამედროვე გამოწვევების შესახებ, უკეთ გააცნობიეროთ ის ძირეული ფასეულობები, რომლებზეც შენდება ჰარმონიული ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის. “მშობელთა კლუბში” თქვენ შეძლებთ განივითაროთ პოზიტიური კომუნიკაციის, ემპათიის, ნდობის, კონფლიქტების მართვისა და სხვა უნარები, რომლებიც ხელს შეგიწყობთ მშობლის უკეთილშობილესი, საპასუხისმგებლო როლის ღირსეულად გაცნობიერება-შესრულებაში.

2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, “საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი სიძნელეებს განიცდის ბავშვთა და მოზარდთა აღზრდის პროცესში”. თუ თქვენ გსურთ, გაუმკლავდეთ ამ სირთულეებს, გაუგოთ შვილს, მხარი დაუჭიროთ ცხოვრებისეული კრიზისების დასაძლევად, გააცნობიეროთ თუ რომელია თქვენთვის დამახასიათებელი „მშობლობის სტილი“, როგორი ტიპის მიჯაჭვულობა არსებობს თქვენსა და შვილს შორის, გახდით ჩვენი “მშობელთა კლუბის” წევრი და შემოგვიერთდით საჯარო ლექციებზე, განმავითარებელ ტრენინგებზე, მასტერ-კლასებზე, კლუბის ღონისძიებათა გაზიარების საღამოებსა და სხვა აქტივობებზე.

აქტივობები