გეოგრაფი, მეტეოროლოგი

გეოგრაფი, მეტეოროლოგი

საქმიანობის სფერო

კვლევა, მეცნიერება

 

საქმინობის სახე

მოთხოვნებისა და წესების დაცვით მუშაობა ტექნოლოგიების მიხედვით, კვლევები, ახალი ცოდნის მიღება

 

მოკლე აღწერილობა

 

გეოგრაფი სწავლობს დედამიწის ფიზიკურ მახასიათებლებს, ბუნებრივ რესურსებს, კლიმატურ პირობებს და ადამიანის აქტივობების გავლენას გარემოზე. მისი საქმიანობა მოიცავს:

 

  • ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული კვლევა: რუკების შექმნა და ანალიზი.
  • გეოპოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი: რეგიონების განვითარებისა და სოციალური ფაქტორების შესწავლა.
  • ბუნებრივი რესურსების მართვა: გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების პროექტებში მონაწილეობა.
  • საველე კვლევები: ტერიტორიული მახასიათებლების შეფასება და მონაცემების შეგროვება.
  • განათლება და კონსულტაციები: კვლევების წარდგენა, კონსულტაციები და გეოგრაფიული განათლების გავრცელება

 

მეტეოროლოგი (ჰიდრომეტეოროლოგი, მეტეოროლოგ-სინოპტიკოსი, კლიმატოლოგი) არის ატმოსფერული მოვლენების დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სპეციალისტი.

 

მეტეოროლოგები სწავლობენ და პროგნოზირებენ ამინდს მხოლოდ იმისთვის არა,  რომ დილით სახლიდან გასვლისას ქოლგა არ დავივიწყოთ. ქალაქის მშვიდი ცხოვრება, კომუნალური საშუალებების. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატრანსპორტო არტერიების გამართული ფუნქციონირება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი დამოკიდებულია სინოპტიკოსების ზუსტ პროგნოზებზე.

 

მეტეოროლოგიას ასევე უწოდებენ ატმოსფეროს ფიზიკას; ეს მეცნიერება ერთმანეთში აერთიანებს გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკას. ამინდის ზუსტი პროგნოზირებისთვის, თქვენ უნდა იცოდეთ დედამიწის ზედაპირის თვისებები, სითბოს და ტენიანობის გაცვლის პრინციპები ატმოსფეროში და ოკეანეში და შეგეძლოთ გამოთვალოთ ჰაერის მასების მოძრაობა მათემატიკური მოდელების გამოყენებით.

 

ჰიდრომეტეოროლოგის ტიპიური მოვალეობები

  • აკონტროლებს წყლისა და ჰაერის ტემპერატურას, ტენიანობას, ნიადაგს, ქარის მიმართულებას და სხვა პარამეტრებს
  • იღებს საზომი ხელსაწყოებით ნიმუშს ზუსტი გრაფიკით – დღეში 8-ჯერ
  • ავსებს ამინდის ჟურნალებს, ამზადებს ანგარიშებს, აგზავნის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში
  • აანალიზებს მონაცემებს მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან
  • ქმნის “ამინდის რუქებს”
  • ამზადებს ამინდის პროგნოზს
  • ატარებს კვლევებს სხვადასხვა სივრცითი და დროითი მასშტაბებით

 

თანამდებობიდან და სამუშაო ადგილიდან გამომდინარე, მეტეოროლოგის პასუხისმგებლობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგადად, მეტეოროლოგი თავად აკონტროლებს და აგროვებს მონაცემებს მეტეოროლოგიურ სადგურებზე, ხშირად მუშაობს ქალაქიდან მოშორებულ მეტეოროლოგიურ სადგურზე სუფთა ჰაერზე. სინოპტიკოსი სუპერკომპიუტერების გამოყენებით სწავლობს და აანალიზებს მეტეოროლოგიურ ინფორმაციას. ის იყენებს ამინდის სადგურებისა და თანამგზავრების მიერ შეგროვებულ მონაცემებს მომავალი დღეების ამინდის პროგნოზირებისთვის. კლიმატოლოგი აკონტროლებს მზის აქტივობას, ოკეანის ტემპერატურას და კლიმატის ნორმების ცვლილებებს დროის .

 

განათლების მიმართულება:

გეომეცნიერებები

 

 უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: არა

 

სად დავსაქმდები:

 

  • ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრები
  • მეტეოროლოგიური სამსახურები
  • თავდაცვის სამინისტრო
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო
  • აეროპორტი
  • საზღვაო ნავსადგურები
  • კერძო ფისრომეტეოროლოგიური მომსახურება
  • კვლევიტი ინსტიტუტები

საჭირო კომპეტენციები:

 

  • დისციპლინა
  • პასუხისმგებლობა
  • პუნქტუალურობა
  • ინსტრუქციების შესრულების უნარი
  • ცნობისმოყვარეობა
  • ანალიტიკური გონება
  • დეტალების მიმართ ყურადღება

 

 

 

 

პროფესიის დადებითი მხარეები:

 

  • ბუნებასთან კავშირი: შესაძლებლობა ბუნებრივ გარემოში მუშაობისა და მისი შესწავლისა.
  • საზოგადოებისთვის სარგებელი: გარემოს დაცვასა და რესურსების მართვაში მონაწილეობის მიღება.
  • მრავალფეროვნება: სხვადასხვა სფეროში (ეკოლოგია, ურბანიზაცია, ტურიზმი) მუშაობის შესაძლებლობა.
  • გლობალური ხედვა: ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პროცესებზე გავლენის ქონა.
  • საზოგადოებისთვის სარგებელი: ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაში დახმარება.
  • ინოვაციური ტექნოლოგიები: თანამედროვე ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
  • მაღალი მოთხოვნა: მეტეოროლოგიური პროგნოზირება აქტიურად გამოიყენება ავიაციაში, საზღვაო ტრანსპორტში და გარემოს დაცვაში.
  • სამეცნიერო სფეროში მუშაობის შესაძლებლობა: კლიმატური ცვლილებების კვლევაში მონაწილეობის მიღება.

 

 

 

 

 

პროფესიის უარყოფითი მხარეები:

 

  • მაღალი სიზუსტის მოთხოვნა: მცირედმა შეცდომამაც კი, შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს.
  • მცირე შეცდომის გამორიცხვის შეუძლებლობა: ამინდის პირობების სრულად პროგნოზირება შეუძლებელია.
  • სტრესული სამუშაო გარემო: კრიზისულ სიტუაციებში პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
  • მცირე შესაძლებლობები კონკრეტულ რეგიონებში: მოთხოვნა შეიძლება დაბალი იყოს ზოგიერთ ქვეყანაში ან რეგიონში.
  • სტაბილურობის ნაკლებობა: პროექტებზე დაფუძნებული მუშაობა ხშირად არ არის სტაბილური.
  • მაღალი ფიზიკური დატვირთვა: საველე კვლევები მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას და გადაადგილებას.

სად ვისწავლი?

2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.

საკონტაქტო ნომერი.:

+995 32 2 250 484

2

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი

საკონტაქტო ნომერი:

+995 322 220 009

2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35

საკონტაქტო ნომერი:

+995 422 271 780

2

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61

საკონტაქტო ნომერი:

+995 577 170 740

2

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59

საკონტაქტო ნომერი:

+995 431 240 036