დაწყებითი კლასების მასწავლებელი

საქმიანობის სფერო:
პედაგოგიკა
საქმიანობის სახე:
სწავლება, ურთიერთობა, მომსახურება,დახმარება
მოკლე აღწერილობა
დაწყებითი სკოლის მასწავლებელი არის პედაგოგი, რომელიც ასწავლის დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებს. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მთავარი პასუხისმგებლობაა დაწყებითი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად პედაგოგიური პროცესის განხორციელება.
პირველი მასწავლებელი ერთდროულად არის პედაგოგი, აღმზრდელი და ფსიქოლოგი, იგი ეხმარება მოსწავლეს თანატოლებთან ადაპტირებასა და სასწავლო პროცესში ინტეგრაციაში. ატარებს გაკვეთილს ყველა დისციპლინაში, აწყობს გასართობ ღონისძიებებს, სასკოლო შეკრებების ორგანიზებას, საგანმანათლებლო-გასართობ წრეებს, დასვენებას.
დაწყებითი კლასის მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვს შეძინოს არა მხოლოდ ცოდნა მის გარშემო არსებული სამყაროს შესახებ, არამედ გამოავლინოს და დაანახოს ბავშვს მისი შესაძლებლობები, რაც დაეხმარება ბავშვს სამყაროსთან ადამპტაციაში.
განათლების მიმართულება:
პედაგოგიური
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო ვალდებულებები:
- სასწავლო პროცესის ორგანიზება: დაწყებითი კლასებისთვის შესაბამისი საგაკვეთილო გეგმების შედგენა და განხორციელება. ბავშვების აკადემიური და სოციალური განვითარებისთვის სასწავლო მასალების შერჩევა.
- კომუნიკაცია და თანამშრომლობა: მშობლებთან რეგულარული კონტაქტი ბავშვების განვითარებისა და საჭიროებების გასაზიარებლად. სკოლაში სხვა მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
- ინდივიდუალური მიდგომა: თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება. სასწავლო პროცესის ადაპტაცია ბავშვთა განსხვავებული უნარების შესაბამისად.
- შეფასება და მონიტორინგი: ბავშვების პროგრესის რეგულარული შეფასება. პრობლემების აღმოჩენა და მათი გამოსწორების გზების ძიება.
სად დავსაქმდები:
- დაწყებითი კლასების პედაგოგი;
- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგი;
- პედაგოგის ასისტენტი;
- საგანმანათლებლო სივრცეში ადმინისტრაციული სპეციალისტი;
- პროექტების მენეჯერი საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- საგანმანათლებლო პროექტებში სხვადასხვა თანამდებობზე არასამთავრო ორაგნიზაციებში.
საჭირო კომპეტენციები:
- პროფესიული უნარები: ბავშვებთან მუშაობის უნარი და ფსიქოლოგიური მიდგომის ცოდნა, სწავლებისა და სხვადასხვა მეთოდიკის გამოყენების ცოდნა.
- სოციალური უნარები: მოთმინება, ემპათია და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
- პერსონალური თვისებები: კრეატიულობა და ინოვაციების გამოყენების სურვილი, მაღალი პასუხისმგებლობა და დროის მართვის უნარი.
პროფესიის დადებითი მხარეები:
ზეგავლენა მომავალ თაობაზე: ბავშვების ცხოვრების, ღირებულებებისა და ცოდნის ფორმირების შესაძლებლობა.
პერსონალური და პროფესიული ზრდა: მასწავლებლად მუშაობა ხელს უწყობს მუდმივ თვითგანვითარებას და ახალი უნარების შეძენას.
სტაბილური სამსახური: განათლების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მოთხოვნადი პროფესია.
ემოციური კმაყოფილება: ბავშვების წარმატების დანახვა პროფესიული კმაყოფილების მნიშვნელოვანი წყაროა.
პროფესიის უარყოფითი მხარეები:
დატვირთვა და სტრესი: მრავალფუნქციური სამუშაო დღის გრაფიკი და სხვადასხვა მოვალეობების შეთავსება.
ანაზღაურება: სხვა პროფესიებთან შედარებით დაბალი ანაზღაურება და ნაკლები ფინანსური მოტივაცია.
ემოციური გამოწვევები: რთულ ბავშვებთან და ოჯახებთან ურთიერთობის დროს შესაძლოა წარმოიშვას ემოციური დაძაბულობა.
მოსამზადებელი სამუშაო: გაკვეთილებისა და აქტივობებისთვის მოსამზადებელად დამატებითი სამუშაო დროის მოთხოვნა.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995 422 271 780

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლახიჭაური, აჭარა
საკონტაქტო ნომერი:
+995 597 67 64 39

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. 14
საკონტაქტო ნომერი:
+995 598 14 24 30