ადვოკატი

ადვოკატი: როგორ დავეუფლოთ პროფესიას
იურიდიული პროფესია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში. საკვალიფიკაციო გამოცდის გავლის შემდეგ ადვოკატს შეუძლია ადვოკატის ფუნქციების შესრულება.
რა არის სპეციალობის მახასიათებლები, მისი უპირატესობები და პერსპექტივები ქვევით მოგიყვებით.
მოკლე აღწერილობა
ადვოკატი (ლათ. Advocatus>advoco -ვიხმობ) -პირი, რომლის ვალდებულებაა იურიდიული დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაცია-დაწესებულებებს.
ადვოკატი გამოდის ბრალდებულის, განსასჯელის დამცველად და ასევე დაზარალებულის წარმომადგენლად დავის განხილვის დროს. ადვოკატის მოვალეობაა იურიდიული რჩევა-დარიგება მისცეს მოქალაქეებს და ორგანიზაცია-დაწესებულებებს, შეუდგინოს მათ განცხადებები, საჩივრები, საქმიანი ქაღალდები, განუმარტოს სამართლებლივი საკითხები და ა.შ. მას უფლება არ აქვს გაამხილოს იმ პირის საიდუმლო, რომელსაც იურიდიულ დახმარებას უწევს.
რა ფუნქციები ენიჭება ადვოკატს:
✔ მოქმედი კანონმდებლობის, სხვადასხვა სამართლებრივი აქტების დებულებების პრაქტიკაში გამოყენება
✔ იურიდიული კონსულტაცია, სერთიფიკატების რეგისტრაცია
✔ ადამიანების, იურიდიული პირების, სახელმწიფო დაწესებულებების უფლებების დაცვის დაგეგმვა
✔ დახმარება პრეტენზიების, საჩივრების, შუამდგომლობების, განხილვისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში
✔ მოითხოვოს სხვადასხვა ორგანოსგან ინფორმაცია, კვლევები, მოსაზრებები, ჩვენებები კლიენტის საიმედო დაცვისთვის
✔ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება მისი საქმის განხილვის ეტაპების და შედეგის შესახებ
ამასთან, ადვოკატი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაამართლოს კლიენტი ან ამტკიცებს აქტის კვალიფიკაციისას შემამსუბუქებელი გარემოებების გამოყენების შესაძლებლობას. ადვოკატის საქმიანობა დაკავშირებულია საგამოძიებო მოქმედებების და სასამართლო წარმოებისას კლიენტის ინტერესების დაცვასთან.
რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადვოკატს
როგორ უნდა გახდე ადვოკატი? ამისთვის არ არის საკმარისი იურიდიული დიპლომი. საჭირო დროს სპეციალისტმა სწრაფად უნდა მოძებნოს გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს საქმის შედეგს. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს განვითარებული ინტელექტი, ორატორული შესაძლებლობები და სწრაფი რეაქცია. ახალი ცოდნისადმი ღიაობა, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, გარეგნობაზე ზრუნვა ასევე ადვოკატის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
წარმატების მისაღწევად, ადამიანი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული კანონმდებლობაში. სისხლის სამართლის საქმის სპეციალისტისგან საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსის ცოდნა, ადმინისტრაციული – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ასევე იმ კანონების, რომელთა დარღვევაც კლიენტს მიეწერება.
ადვოკატმა უნდა იცოდეს ყველა ცვლილება საკანონმდებლო რეგულაციებში, იცოდეს უზენაესი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია გარკვეულ სფეროებში.
სპეციალობა ასევე უწესებს ადვოკატს შემდეგ მოთხოვნებს:
✎კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის უნარი
✎ ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება
✎ თავშეკავება
ადვოკატი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, შეძლოს გასაღების პოვნა კლიენტთან ურთიერთობისთვის, მისგან გულწრფელობის და ნდობის მოპოვება. ამაზეა დამოკიდებული თანამშრომლობის შედეგი.
როგორ გავხდე ადვოკატი
იმისათვის რომ ადვოკატი გახდეთ საჭიროა იურიდიული კვალიფიკაცია, ბაკალავრის დიპლომი. იმისათვის რომ გახდეთ მოთხოვნადი ლიცენზირებული ადვოკატი, სავალდებულოა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ირჩევთ სფეროს, გამოცდას აბარებთ ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, ან სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.
კარიერული ზრდის შესაძლებლობები
სტაჟირების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სპეციალისტი ხდება ადვოკატის ასისტენტი. ამ თანამდებობაზე ადამიანი იძენს ფასდაუდებელ ცოდნას და უნარებს, რაც მომავალში დიდ შემოსავალს მოუტანს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, იურისტს შეუძლია დაიწყოს თავისი პრაქტიკა, გახდეს იურიდიული ოფისის წევრი ან იმუშაოს საკონსულტაციო კომპანიაში. მსხვილ ორგანიზაციებში იურისტად დასაქმების შემდეგ, უფლებადამცველს შეუძლია საბოლოოდ „გაიზარდოს“ რიგითი სპეციალისტიდან განყოფილების ან კომპანიის ხელმძღვანელამდე და მიიღოს მნიშვნელოვანი მენეჯერული გადაწყვეტილებები.
პროფესიის პერსპექტივები
ადვოკატის პროფესია პრესტიჟულია. მისი პოპულარობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. იმისთვის, რომ იყოთ მოთხოვნადი ბაზარზე, თქვენ უნდა იყოთ პროფესიონალი. რიგითი მოქალაქეები და ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ პროფესიონალ უფლებადამცველთა მომსახურებას, რომლებიც აწარმოებენ სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის და ოჯახურ საქმეებს.
ამ სპეციალობის მრავალი წარმომადგენელი მუშაობს დამოუკიდებლად და იღებს კარგ ანაზღაურებას. იმისთვის, რომ თავის პროფესიაში იყოს საუკეთესო, ადამიანს სჭირდება ცოდნის რეგულარული გაუმჯობესება. სასამართლო პროცესებში გამარჯვებები, კლიენტების დადებითი გამოხმაურება – ასე შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეთ მოთხოვნადი, ძალიან კარგად ანაზღაურებადი უფლებადამცველი.
განათლების მიმართულება:
სამართალმცოდნეობა
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
საჭირო კომპეტენციები:
- კონტაქტების დამყარება: სხვა ადამიანთან საერთო ენის ადვილად პოვნის უნარი
- გავლენის მოხდენისა და დარწმუნების უნარი
- მოქნილობა: ცვლილებებთან ადვილად ადაპტაციის უნარი
- სისტემური აზროვნება
- სტრესმედეგობა: სიმშვიდის შენარჩუნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი რთულ და სტრესულ სიტუაციებში
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ -შედეგობრივი კავშირების იდენტიფიკაციის უნარი
- ინფორმაციასთან მუშაობა: საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოწოდებული მასალების გაგების უნარი
პროფესიის დადებითი მხარეები
- მაღალი მოთხოვნა: იურიდიული დახმარება ყველა სფეროში საჭიროა, რაც პროფესიის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
- მაღალი ანაზღაურება: წარმატებული ადვოკატები იღებენ მაღალი ანაზღაურებას, განსაკუთრებით სპეციალიზაციის შემთხვევაში.
- პროფესიული ზრდა: მუდმივი სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება კარიერული განვითარების საშუალებას იძლევა.
- საზოგადოებისთვის სარგებელი: სამართლის დაცვა და საზოგადოების დახმარება შეიძლება გახდეს პროფესიული სიამაყის წყარო.
- შესაძლებლობების მრავალფეროვნება: ადვოკატებს შეუძლიათ სპეციალიზაცია სხვადასხვა სფეროში (კორპორატიული სამართალი, სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებები და სხვა).
პროფესიის უარყოფითი მხარეები:
- სტრესი და დატვირთვა: მძიმე საქმეები, დროის შეზღუდვები და დიდი პასუხისმგებლობა ხშირად იწვევს სტრესს.
- მკაცრი კონკურენცია: სფეროში დიდი კონკურენციაა, რაც მოითხოვს მუდმივ თვითგანვითარებას.
- ხანგრძლივი სამუშაო საათები: საქმეებზე მუშაობა და სასამართლო პროცესების მომზადება ხშირად მოითხოვს დიდ დროს.
- პიროვნული ზეწოლა: მძიმე საქმეებთან მუშაობა შეიძლება ფსიქოლოგიურად დამღლელი იყოს.
- საზოგადოებრივი სტიგმა: ზოგჯერ ადვოკატებს აკრიტიკებენ იმ კლიენტების გამო, ვისაც ისინი წარმოადგენენ.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 900 000

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 551 48 00 05

თავისუფალი უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 240
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 200 901

ალტე უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2
საკონტაქტო ნომერი:
+995 32) 2 40 29 46/48

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 220 65 20

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 238 44 06

ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 249 75 00

სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 242 22 42

ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 000 171

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლათბილისი, შატილის ქ. #4
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 48 01 41

თბილისის თავისუფალი აკადემია
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჯურხა ნადირაზის 43
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 35 38 36

ქუთაისის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. 13
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 237 979

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990

ეროვნული თავდაცვის აკადემია
საიტზე გადასვლაგორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ
საკონტაქტო ნომერი:
+995 5 77 19 92 05

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 11
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 24 24 440

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლახიჭაური, აჭარა
საკონტაქტო ნომერი:
+995 597 67 64 39

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. 14
საკონტაქტო ნომერი:
+995 598 14 24 30

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 73
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 022 115

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 25
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 25 36 77