ექიმი -ქირურგი
საქმიანობის სფერო
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა
საქმინობის სახე
კონკრეტული, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა,
რაიმეს კეთება საკუთარი ხელით,
ადამიანებთან კომუნიკაცია (დახმარება, მომსახურება, რჩევა)
მოკლე აღწერილობა
ქირურგი არის ექიმი, რომელიც ატარებს დიაგნოსტირებას და სხვადასხვა დაავადებას მკურნალობს ქირურგიული გზით. ქირურგი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ექიმი, უპირველეს ყოვლისა სინჯავს პაციენტს, ეცნობა დაავადების ისტორიას და ადგენს დაავადების გამომწვევ მიზეზს. შემდეგ სპეციალისტი სვამს დიაგნოზს და, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს დამატებით დიაგნოსტიკურ პროცედურებს.
დიაგნოზის შედეგების საფუძველზე ქირურგი აანალიზებს ქირურგიული ჩარევის ჩვენებებსა და უკუჩვენებებს და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებს ოპერაციას ქირურგი. გარდა ამისა, ქირურგი ეხმარება პაციენტებს ოპერაციების შემდგომ რეაბილიტაციაში – აკონტროლებს მათ მდგომარეობას გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
თერაპევტები ხშირად ამისამართებენ პაციენტებს ქირურგთან დამატებითი დიაგნოსტიკისთვის. ქირურგს შეუძლია მცირე ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ჩაიხედოს დაავადებული ორგანოს „გულში“.
ქირურგის ამოცანები მოიცავს:
- პაციენტების მიღება და გამოკვლევა;
- რადიკალური მკურნალობის აუცილებლობაზე და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე საუბარი პაციენტთან
- დაავადების ანამნეზის შეგროვება და წინასწარი დიაგნოზის დასმა
- მიმართულება (საჭიროების შემთხვევაში) კვლევისთვის
- საბოლოო დიაგნოზის დადგენა და ოპერაციის დროის განსაზღვრა
- რეკომენდაციები და კონტროლი
- ინტერვენციის განხორციელება
- პაციენტის მეთვალყურეობა მის სრულ რეაბილიტაციამდე
- გართულებების პრევენცია
- რეკომენდაციები
პროფესიის პერსპექტივა:
ქირურგის პროფესია ერთ -ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა მსოფლიოში. ტოპ მომავლის პროფესიებში, ქირურგის სპეციალობა პირველ ხუთეულშია.
პროფესიისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესის მიმართ მდგრადობა
- ყურადღების კონცენტრაცია და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ემოციური სტაბილურობა და თვითკონტროლი
- მაღალი მოტივაცია და შრომისუნარიანობა
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- პასუხისმგებლობა და პატიოსნება
- პროფესიული პასუხისმგებლობა
- ემპათია
პროფესიისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული კომპეტენციები:
- კლინიკური და დიაგნოსტიკური კომპეტენციები
- ქირურგიული ტექნიკური უნარები
- პაციენტთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტი
- ორგანიზებულობა და დროის მართვა
- კვლევა და უწყვეტი განათლება
- ფიზიკური გამძლეობა
პროფესიის დადებითი მხარე:
- პროფესია, რომელსაც დიდ პატივს სცემს სოციუმი
- ქირურგები ყოველდღიურად ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან, პროფესიას აქვს ფასდაუდებელი სოციალური მნიშვნელობა.
- სამედიცინო სპეციალობა, რომელიც მოთხოვნადი და კარგად ანაზღაურებადია მსოფლიო მასშტაბით.
- ყველა ქირურგს შეუძლია ჩაერთოს სამეცნიერო საქმიანობაში.
- თანამედროვე ტექნოლოგიები დიდად უწყობს ხელს ქირურგის მუშაობას.
- გადამზადების და ნებისმიერი ვიწრო ქირურგიული სპეციალობის მიღების შესაძლებლობა.
- სწრაფი კარიერული ზრდა.
პროფესიის უარყოფითი მხარე:
- ქირურგის პროფესია მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.
- მუშაობა დაკავშირებულია ნერვულ გადაძაბვასთან, სტრესტთან, დაღლილობასთან, მუდმივ კომუნიკაციასა და მაღალ ფიზიკურ დატვირთვასთან. ექიმი, რომელიც ოპერაციას ატარებს, რამდენიმე საათის განმავლობაში წამითაც კი ვერ ჯდება.
- მაღალი დატვირთვა უარყოფით კვალს ტოვებს პირად ცხოვრებაზე, ხშირად ქირურგი უფრო მეტ დროს ატარებს საავადმყოფოში, ვიდრე სახლში. კოლეგები და პაციენტები მას ნებისმიერ დროს ურეკავენ, არღვევენ მის ინდივიდუალურ სივრცეს.
- ძვირადღირებული განათლება და სწავლის ხანგრძლივი პერიოდი (მინიმუმ 8 წელი).
განათლების მიმართულება:
მედიცინა (სამკურნალო საქმე)
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სად დავსაქმდები:
- სამედიცინო დაწესებულებები (საავადმყოფოები, სანატორიუმები, კლინიკები, დისპანსერები, სასწრაფო დახმარების განყოფილებები და ა.შ.)
- სამხედრო/საზღვაოსნო ორგანიზაციები;
- სპორტული ორგანიზაციები
- კერძო სამედიცინო კლინიკები
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრები, სამაშველო სამსახურები

