აგრონომი, ფერმერი

აგრონომი, ფერმერი

საქმიანობის სფერო

სოფლის მეურნეობის მრეწველობა

 

საქმიანობის სახე

კონკრეტული, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა, საკუთარი ხელებით რაიმეს კეთება, ტექნოლოგიების, მოთხოვნებისა და წესების მიხედვით მუშაობა.

 

მოკლე აღწერილობა

თითქმის ყველაფერი, რითაც ადამიანი იკვებება, თავდაპირველად სოფლის მეურნეობაში იწარმოება. თუმცა, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მხოლოდ საკვები პროდუქტები არ არის.  მაგალითად, ქსოვილების წარმოებისთვის ნედლეული – სხვადასხვა ბოჭკოები – ასევე მიიღება მცენარეებიდან (მაგალითად, ბამბა და სელი) ან ცხოველებისგან (ცხვრის მატყლი).

აგრონომი სოფლის მეურნეობაში მცენარეების მოყვანისას იყენებს მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებულ მეთოდებს.  სპეციალისტი გეგმავს როგორ და როდის უნდა დაიწყოს საველე სამუშაოები და როდის დაასრულოს, კონკრეტულად რა და როგორ უნდა გაკეთდეს საველე სამუშაოებზე და აყალიბებს სამუშაო განრიგს. როდის და რა სასუქები შევიტანოთ, რა თესლი დავთესოთ, რამდენი მოვრწყათ, მცენარეები მავნებლების საწინააღმდეგოდ დამუშავდეს თუ არა – ასეთ საკითხებს აგრონომი წყვეტს.

იმის შესამოწმებლად, ყველაფერი კარგად არის თუ არა, აგრონომები გამოდიან მინდორში და ხშირად თავად ასრულებენ საჭირო სამუშაოებს. ასევე, აგრონომის საზრუნავი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დიდი და მაღალი ხარისხის მოსავლის აღება, არამედ მისი შენახვა, სანამ იგი გადატანილი იქნება გასაყიდად ან გადასამუშავებლად. ზოგიერთი პროფესიონალი ეწევა სამეცნიერო მუშაობას, ავითარებს ახალ ტექნოლოგიებს მცენარეების გასაზრდელად, ან აფასებს ახალი ჯიშის კულტურების ეფექტიანობას.

ფერმერი არის სასოფლო-სამეურნეო მეწარმე, პირი, რომელიც ფლობს ფერმას საკუთარ ან იჯარით აღებულ მიწაზე. ის ეწევა ფერმის მენეჯმენტს, რომლის საქმიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს სოფლის მეურნეობასთან, მეცხოველეობასთან, მეფრინველეობასთან და ა.შ.

იმისათვის, რომ სწორად მოეწყოს მეურნეობა, სადაც ცხოველები ჯანმრთელები იქნებიან, გამრავლდებიან და გამოიმუშავებენ საჭირო რაოდენობის პროდუქციას, მცენარეების გაზრდა-გამრავლება და მოსავლის მოყვანა შეესაბამებოდეს დასახულ გეგმას, საჭიროა ტექნოლოგიების, აღჭურვილობის და ტიპიური პრობლემების გადაჭრის მეცნიერულად დასაბუთებული გზების ცოდნა.

ფერმერი აწარმოებს სამუშაოებს მუშახელის ორგანიზებით, დამოუკიდებლად ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს, წყვეტს როგორ მოაწყოს წარმოება, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მოგებაზე იქნება ორიენტირებული, გეგმავს შესყიდვების საჭიროებას: აღჭურვილობას, თესლის ოდენობას, საკვებს და ა.შ.

 

განათლების მიმართულება:

სოფლის მეურნეობის და აგრარული მიმართულებები;

 

უმაღლესი განათლება: დიახ

პროფესიული განათლება: დიახ

 

სად დასაქმდებით:

  • სოფლის მეურნეობა და აგროსაწარმოები
  • დარგობრივი ორგანიზაციები
  • საკუთარი ბიზნესი

საჭირო კომპეტენციები:

  • არასასიამოვნო პირობებში მუშაობის უნარი
  • ხელით მუშაობის უნარი
  • სტრესმედეგობა
  • კომუნიკაციის უნარი
  • მუდმივი განვითარების უნარი
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

სად ვისწავლი?

2

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, კოსტავას 77

საკონტაქტო ნომერი:

(+995 32) 2 77 11 11;

2

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59

საკონტაქტო ნომერი:

+995 431 240 036

2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35

საკონტაქტო ნომერი:

+995(422) 27–17–80

2

აგრარული უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 200 901

 

2

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1

საკონტაქტო ნომერი:

+995 350 27 24 01

2

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113

საკონტაქტო ნომერი:

+995 365 221 990

2

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ხიჭაური, აჭარა

საკონტაქტო ნომერი:

+995 597 67 64 39