გარემოს ინჟინერი

გარემოს ინჟინერი

საქმიანობის სფერო:

 

ბუნება, ნიშანთა სისტემა, ტექნიკა

 

 

საქმიანობის სახე:

 

კონტროლი

ანალიზი და შეფასება

კვლევა

ოპტიმიზაცია, უსაფრთხოება

 

 

მოკლე აღწერილობა:

 

გარემოს დაცვის პროფესია დაკავშირებულია გარემოს მახასიათებლების შეფასება, დაცვასა და გაუმჯობესებასთან. ეს პროფესია მოიცავს სამუშაოებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბუნებრივი რესურსების მართვას, ეკოლოგიურ პოლიტიკას, ეკოსისტემის შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელებას და გარემოს დაბინძურების პრევენციას.

 

გარემოს დაცვის ინჟინერი შეისწავლის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის ძირითად ასპექტებს, ბუნებრივი რესურსების როლს, მისი რაციონალური გამოყენების მნიშვნელობას, გარემოს ობიექტების ხარისხის ნორმატივებს, მასზე მოქმედ მავნე ნივთიერებათა, აგრეთვე ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების ზეგავლენას, ბიოსფეროს წონასწორობის დამრღვევ ფაქტორებს, კლიმატური ცვლილებისა და ეკოლოგიური მონიტორინგის საკითხებს, ტოკსიკოლოგიურ მახასიათებლებს, ტოქსიკოკინეტიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მეთოდებს.

 

ასევე საინჟინრო ეკოლოგიის პრობლემებს, ეკოლოგიური მენეჯმენტისა და აუდიტის ძირითად საკითხებს, ასევე გარემოს დაცვით მეთოდებს, აპარატებსა და საშუალებებს, საინჟინრო ეკოლოგიისა და უნარჩენო ტექნოლოგიის საფუძვლებს, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკისა და პროგნოზირების საკითხებს, საწარმოთა უსაფრთხოების პრობლემებსა და საგანგებო სიტუაციების რისკების ფაქტორებს.

 

გარემოს დაცვის ინჟინერი პასუხსმგებელია მრეწველობის სხვადასხვა დარგის საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

 

 

განათლების მიმართულება:

უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: არა

 

სამუშაო ვალდებულებები:

 

  • გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი.
  • გარემოსდაცვითი კანონებისა და რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა.
  • ეკოლოგიური რისკების შეფასება და პრევენციული ზომების შემუშავება.
  • გარემოსდაცვითი ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება.
  • საზოგადოებასთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ.
  • მონაცემთა შეგროვება და გამოქვეყნება გარემოსთან დაკავშირებულ თემებზე.
  • ეკოლოგიური განათლების პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

 

სად დავსაქმდები:

 

    • პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები
    • გარემოს დაცვის სამინისტრო
    • სამინისტროები და ორგანიზაციები, რომელთა პრაქტიკული მოღვაწეობის განმაპირობებელია გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხები
    • ნავთობისა და გაზსადენი მაგისტრალები
    • კერძო საკუთრებისა და სახელმწიფო დაქვემდებარების მსხვილი და მცირე სამრეწველო საწარმოები, ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები, სხვადასხვა კორპორაციები და ნავთობკომპანიები
    • საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო
    • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
    • ნარჩენების მართვის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, ნარჩენების პოლიგონები, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები
    • წყლის რესურსების მართვის ცენტრალური და რეგიონალური სამსახურები
    • სამეცნიერო, საპროექტო და კვლევითი დაწესებულებები
    • სურსათის ეკოლოგიური კონტროლის სამსახურები

საჭირო კომპეტენციები:

 

  • კომუნიკაციური უნარები: აუცილებელია ეფექტიანად კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე საზოგადოებასთან, კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
  • კრეატიულობა: გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტისთვის საჭიროა ინოვაციური მიდგომების განვითარება.
  • ანალიზის უნარები: მონაცემების შეგროვება და მათზე საფუძვლიანი ანალიზის ჩატარება.
  • გუნდური მუშაობა: გარემოსდამცველები ხშირად მუშაობენ გუნდებში, სადაც საჭიროა კარგი თანამშრომლობა და კოლეგებთან ურთიერთობის უნარი.
  • სტრესის მართვა: გარემოს დაცვა ხშირად მოითხოვს დიდი ენერგიის და დროის დანახარჯს პრობლემების გადასაჭრელად.
  • ყურადღების კონცენტრირება: სამუშაო მოითხოვს დეტალებზე კონცენტრირებას და დავალებების საფუძვლიანად შესწავლასა და განხორციელებას.

 

 

 

 

პროფესიის დადებითი მხარეები:

 

  • საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა: გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკოლოგიური სისტემების გაუმჯობესებას და მომავალი თაობებისთვის უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნას.
  • მატერიალური სარგებელი: გარემოსდაცვითი ინჟინერის პროფესია სულ უფრო მოთხოვნადია და მაღალანაზღაურებადი
  • ინტერდისციპლინარული სფერო: – გარემოს ინჟნერი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების მიზნით.
  • ცოდნის განახლება და განვითარება: ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების შესწავლისა და დანერგვის შესაძლებლობა

 

 

 

პროფესიის უარყოფითი მხარეები:

 

  • მაღალი სტრესი: გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის პროცესში პროფესიონალებს ხშირად უწევთ რთულ და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება.
  • სამუშაო დატვირთვა: გარემოსდამცველებს ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა.
  • ფინანსური შეზღუდვები: ხშირად არ არის საკმარისი დაფინანსება პროექტებისთვის და ბიუჯეტის ნაკლებობა იწვევს დაბრკოლებებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
  • სამუშაო გარემო: გარემოს ინჟინრების სამუშაო ადგილი არის როგორც საოფისე, ისე საველე სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებში, რაც შეიძლება სტრესული იყოს.

სად ვისწავლი?

2

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59

საკონტაქტო ნომერი:

+995 431 240 036

2

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, კოსტავას 77

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 77 11 11