გეოლოგი, სამთო ინჟინერი

გეოლოგი, სამთო ინჟინერი

საქმიანობის სფერო

მომპოვებელი მრეწველობა

 

საქმინობის სახე

კონკრეტული, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა, რაიმეს კეთება საკუთარი ხელით

 

შრომის იარაღი

ჩაქუჩის, კომპასი რუქა,  GPS მოწყობილობები,ციფრულ კამერები, ლეპტოპი, გეოფიზიკური აღჭურვილობა, ელექტრონული მიკროსკოპები და სპეციალური კომპიუტერული პროგრამები.

 

მოკლე აღწერილობა

გეოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც სწავლობს დედამიწის ქერქის აგებულებას, შემადგენლობას და მოძრაობას, დედამიწის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, ეძებს და სწავლობს ბუნებრივი რესურსების საბადოებს.

 

მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ცოდნის დახმარებით გეოლოგი აფასებს საბადოების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობასა და პერსპექტივებს. გარდა ამისა, ეკოლოგიასთან და მიწის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა, მაგალითად, ნარჩენების განთავსების ან მიწის გამოყენებისა და მელიორაციის საკითხები, გეოლოგის გარეშე არ შეიძლება. ხშირად გეოლოგი მჭიდროდ თანამშრომლობს სამთო ინჟინერთან.

 

სამთო ინჟინერი, გეოლოგისგან მიღებული წიაღისეულის საბადოს მახასიათებლების შესახებ მონაცემების საფუძველზე, საბადოს ადგილმდებარეობის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს. სამთო ინჟინერი ეწევა დედამიწის ქერქში მაღაროების პროექტირებას და მშენებლობას, რომლებიც აუცილებელია საბადოს გახსნისთვის, მინერალების ტრანსპორტირებისთვის, საბადოების დრენაჟისთვის და ვენტილაციისთვის. მაგალითად, სამთო ინჟინრები ჩართულნი არიან ნავთობის წარმოებისთვის საბურღი დანადგარების დიზაინში.

 

განათლების მიმართულება:

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

გამოყენებითი გეოლოგია, სამთო საქმე, ნავთობპროდუქტები და გეოდეზია

 

სპეციალიზაცია:

  • ნავთობპროდუქტების გეოლოგი
  • გეოლოგ -ინჟინერი,
  • სამთო-ინჟინერი
  • ტექნიკური გეოლოგი

 

უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: დიახ

 

სამუშაო ვალდებულებები:

 

  • დედამიწის სტრუქტურის და პროცესების კვლევა: ქანების, მინერალების და ნიადაგის შემადგენლობის ანალიზი, მიწისძვრებისა და ვულკანური აქტივობების კვლევა.
  • რესურსების ძიება და შეფასება: ნავთობის, ბუნებრივი გაზის, მინერალების და სხვა რესურსების აღმოჩენა, საბადოების შეფასება და მათი ეკონომიკური პოტენციალის ანალიზი.
  • საველე მუშაობა: ნიმუშების შეგროვება და მათი ლაბორატორიული ანალიზი, გეოლოგიური რუკების შექმნა და მონაცემთა დამუშავება.
  • გეოლოგიური საფრთხეების შეფასება: მეწყერების, მიწისძვრებისა და სხვა გეოლოგიური რისკების პროგნოზირება, რეკომენდაციების შემუშავება გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
  • კვლევითი და ტექნიკური საქმიანობა: თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენება მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზისთვის, სამეცნიერო სტატიების და კვლევების მომზადება.
  • ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა: სამშენებლო პროექტებისთვის ნიადაგისა და ქანების შესაფასებლად მონაცემების მიწოდება, ინჟინერიასა და მშენებლობაში გეოლოგიური ინფორმაციის გამოყენება.

 

 სად დავსაქმდები:

 

  • სამთო სამრეწველო ორგანიზაციები
  • ნავთობისა და გაზის მწარმოებელი სამრეწველო ორგანიზაციები
  • გეოლოგიური პროფილის კვლევითი დაწესებულებები

საჭირო კომპეტენციები:

 

  • შესანიშნავი ჯანმრთელობა და ფიზიკური გამძლეობა;
  • გლობალურად აზროვნების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგად განვითარებული მეხსიერება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (შეცვლილი პირობების შესაბამისად გეგმებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შეცვლის უნარი);
  • ხანგრძლივი ფიზიკური და გონებრივი სტრესის გაძლების უნარი სხვადასხვა ამინდის პირობებში და სხვადასხვა ადგილებში;
  • გარემოში სწრაფი ნავიგაციის უნარი;
  • კონცენტრაციის მაღალი დონე;
  • არანორმირებული სამუშაო საათებში მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართი დაკვირვებული;
  • პასუხისმგებლობა;
  • შეუპოვრობა;
  • ემოციური სტაბილურობა;
  • პროგნოზირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარები.

 

 

 

 

 

პროფესიის დადებითი მხარეები

 

  • მრავალფეროვანი სამუშაო გარემო: გეოლოგები მუშაობენ როგორც ოფისებში, ისე ბუნებაში, საველე პირობებში.
  • ბუნებრივი რესურსების აღმოჩენა: შესაძლებლობა, გამოავლინონ და გამოიყენონ ბუნებრივი სიმდიდრეები.
  • ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა: შესაძლებლობა, დაიცვან ბუნებრივი გარემო და შეაფასონ რისკები.
  • კარიერული პერსპექტივა: გეოლოგია ფართო სფეროა, რომელიც მოიცავს მრავალი მიმართულებას (სამთო მრეწველობა, გარემოს დაცვა, მეცნიერება).

 

 

 

 

პროფესიის უარყოფითი მხარეები

 

  • ფიზიკური დატვირთვა: საველე პირობებში ხანგრძლივი დროის გატარება და რთულ პირობებში მუშაობა.
  • გრძელი სამუშაო საათები: ექსპედიციებისა და კვლევების დროს შესაძლოა დადგეს მუშაობის ინტენსიური გრაფიკის საჭიროება.
  • ტექნიკური სირთულეები: სამუშაო მოითხოვს ტექნოლოგიების და კვლევითი მეთოდების მაღალ დონეზე ფლობას.
  • გარემოსდაცვითი შეზღუდვები: პროექტების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენა გარემოსდაცვითი რეგულაციებით.

 

სად ვისწავლი?

2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.

საკონტაქტო ნომერი.:

+995 32 2 250 484

2

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, კოსტავას 77

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 77 11 11

2

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი

საკონტაქტო ნომერი:

+995 322 220 009