ეკოლოგი

საქმიანობის სფერო
ბუნება, ნიშანთა სისტემები (ინფორმაცია), ტექნოლოგია
საქმინობის სახე
კონტროლი, ანალიზი და შეფასება, კვლევა, ოპტიმიზაცია
მოკლე აღწერილობა
თანამედროვე მსოფლიოში ატმოსფეროს და ბუნების მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკოლოგიის პროფესიის მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება, ისევე როგორც ამ სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების მოთხოვნები. ეკოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც აანალიზებს წყლის, დედამიწის, ჰაერის, მცენარეების, ცხოველების მდგომარეობას და ასევე შეისწავლის ბუნებრივი გარემოსა და საკვების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ეკოლოგი ახდენს გარემოში არსებული საფრთხის ამჟამინდელი და პოტენციური წყაროების იდენტიფიკაციას და კლასიფიკაციას, განსაზღვრავს მის წარმოშობას, ბუნებას, ხარისხს, მასშტაბს, რეალურ და პროგნოზირებულ შედეგებს. არსებული და სამომავლო გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და რეგულაციების გათვალისწინებით, იგი შეიმუშავებს გარემოს დაცვის ზომებს, თვალს ადევნებს განხორციელებას და აკონტროლებს შედეგებს საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. განმარტავს და ხელს უწყობს გარემოს დაცვის მიზნებსა და მნიშვნელობას მედიის საშუალებით. აანალიზებს სიტუაციებს, ავითარებს ბუნებაში არსებული და შესაძლო ზიანის შემცირების ზომებს. იხილავს ბუნებრივი კატასტროფების მიზეზებს და ქმნის შესაძლებლობებს შეამციროს ადამიანის გავლენის ფაქტორი ბუნებაზე.
ეკოლოგები შეისწავლიან წყლის, მიწის, ჰაერის მდგომარეობას, სამრეწველო ნარჩენების გავლენას მცენარეებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე. თუ მავნე ნივთიერებების შემცველობა კრიტიკულ დონეზე მაღალია, მიზეზები იდენტიფიცირდება ეკოლოგების მიერ რათა დროულად დაიგეგმოს პრევენციისა და აღმოფხვრის გზები. ექსპერტები სწავლობენ კოსმოსური რაკეტების გაშვების შემდგომ ჰაერის შემადგენლობას, აკონტროლებენ სხვადასხვა მრეწველობის საქმიანობას და რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების დაცულობას. ასევე, არცერთი მშენებლობა არ იწყება ეკოლოგის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების და მისი დადებითი შედეგის გარეშე.
განათლების მიმართულება:
ეკოლოგია
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო ვალდებულებები:
- ბუნებრივი რესურსების, მცენარეებისა და ცხოველთა სახეობების კვლევა;
- გარემოს ხარისხის მონიტორინგი და ანალიზი;
- ეკოლოგიური პროექტების შემუშავება და განხორციელება;
- კონსულტაციები სახელმწიფო და კერძო სექტორში გარემოსდაცვით საკითხებზე;
- ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
სად დავსაქმდები:
- გარემოს დაცვის ორგანიზაციები
- ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის სამსახური
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- სატყეო და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
- გარემოს დაცვის ორგანიზაციებში, მსხვილ საწარმოებში, მუნიციპალურ სტრუქტურებში
- ჯანდაცვის ორგანიზაციები
- კვების და სასოფლო-სამეურნეო და სხვა მომიჯნავე პროფილის საწარმოები;
- სამათავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები
- სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებები
საჭირო კომპეტენციები:
- ანალიტიკური უნარები: მონაცემების შეგროვება, ანალიზი და კვლევის შედეგების ფორმულირება.
- კომუნიკაციის უნარები: იდეებისა და კვლევის შედეგების ეფექტური პრეზენტაცია.
- ტექნიკური უნარები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მაგალითად, GIS სისტემების გამოყენება.
- პრობლემების გადაჭრის უნარი: მდგრადი განვითარების გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების შემუშავება.
- თანამშრომლობის უნარი: გუნდურ მუშაობასა და მრავალსექტორიან პროექტებში მონაწილეობის უნარი.
- ეთიკური მიდგომა: გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ სენსიტიურობა და პასუხისმგებლობა.
პროფესიის დადებითი მხარეები
- საზოგადოებრივი სარგებელი: ეკოლოგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პლანეტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
- მრავალფეროვნება: სამუშაო მოიცავს ბუნებაში ყოფნას, კვლევებს, განათლებას და პოლიტიკის შემუშავებას.
- გლობალური მნიშვნელობა: ეკოლოგიის სფერო უკავშირდება გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
- ინტელექტუალური ზრდა: მუდმივი სწავლის და კვლევის შესაძლებლობა.
- პარტნიორული ურთიერთობები: ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიონალთან და ორგანიზაციასთან.
პროფესიის უარყოფითი მხარეები
- ფიზიკური დატვირთვა: საველე სამუშაოები შეიძლება მოიცავდეს რთულ და რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე მუშაობას.
- სტრესული გარემო: ეკოლოგიურ პრობლემებზე მუშაობა შეიძლება ემოციურად დამღლელი იყოს.
- დაფინანსების სირთულეები: ზოგჯერ პროექტების დაფინანსება და მხარდაჭერა შეიძლება პრობლემატური იყოს.
- დასაქმების სირთულეები: ზოგიერთ ქვეყანაში ეკოლოგების დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდულია.
- რეგულაციების სირთულე: ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერები, რომლებმაც შესაძლოა პროექტების განხორციელება შეაფერხოს.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995 422 271 780

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11