ეკონომისტი
საქმიანობის სფერო
- ეკონომიკა, ფინანსები
- ბუღალტრული აღრიცხვა,
- დაზღვევა
საქმინობის სახე
- ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება
- კვლევის ჩატარება და გათვლების გაკეთება
- ანგარიშების მომზადება ან გეგმის შემუშავება ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად
- ეკონომიკური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენებით.
პროფესიის აღწერილობა
ეკონომისტის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის ფულის ისე განაწილება, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღოს. ეკონომისტი აკვირდება როგორ და რაზე ხარჯავს კომპანია ფულს, წყვეტს სად დაზოგოს და როგორ გაანაწილოს დაზოგილი თანხა, რათა კომპანიამ არ გაწიოს უსარგებლო ხარჯები და გაზარდოს მოგებაგარდა ამისა, ეკონომისტის მუშაობა მოიცავს წარმოების სხვადასხვა ხარჯების დაანგარიშებას: რამდენი მუშა, ფული და მასალაა საჭირო, მაგალითად, თვითმფრინავის ასაშენებლად ან მთელი ქალაქი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.
მოგების მიღების შემდეგ, ეკონომისტი ფიქრობს და ითვლის, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს კომპანიის თანხები, აფასებს ახალი პროექტების მომგებიანობას. კომპანიის ყველა შემოსავლისა და ხარჯის გაანალიზების შემდეგ, ეკონომისტმა უნდა შეაფასოს კომპანიის მუშაობა, ასევე შესთავაზოს ახალი გეგმა ორგანიზაციის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
ეკონომისტი ითვლის თანამშრომლების ხელფასებს, ასევე, რამდენად სჭირდება კომპანიას ან ორგანიზაციას ახალი თანამშრომლები, შეუძლია თუ არა კომპანიას აანაზრაუროს მათი სამუშაო. გარდა ამისა, ეკონომისტებს შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ კომპანიებსა და ინდივიდებს, თუ სად უნდა დააბანდონ თანხები მეტი მოგების მიღების მიზნით.
ვინაიდან ეკონომისტის სამუშაო დაკავშირებულია გამოთვლებთან, მნიშვნელოვანია, რომ შეძლო და გიყვარდეს ციფრებთან მუშაობა. ერთმა არასწორმა რიცხვმა შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი ზარალი, ამიტომ მნიშვნელოვანია ეკონომისტი იყოს ძალიან ყურადღებიანი, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებელობის მქონე ადამიანი.
ეკონომისტები დიდ დროს უთმობენ ანგარიშების და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადებას, ამიტომ ეკონომისტს დიდი ხნით უნდა შეეძლოს ერთფეროვანი საქმიანობა. საწარმოს წარმატების შეფასება მოითხოვს არა მხოლოდ სპეციალურ თეორიულ ცოდნას ეკონომიკაში, არამედ ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების კარგად განვითარებულ უნარებს. გარდა ამისა, ეკონომიკაში ვითარება მუდმივად იცვლება, ეკონომისტს სჭირდება მოქნილობა – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი და აღმოცენებული პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიება.
პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები:
- სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხით განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების მისწრაფება;
- ორგანიზებულობა: სამუშაოს ვადებში შესრულება, დროის მართვა;
- ყურადღება: ყურადღების კონცენტრირება დეტალებზე;
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირების იდენტიფიცირების უნარი;
- ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება – ყველა შესაბამისი წყაროდან ინფორმაციის მოძიება და დაკვირვება, დაშიფვრა, კატეგორიზაცია, გამოთვლა, ცხრილების შედგენა, აუდიტი ან გადამოწმება.
სად დავსაქმდები:
როგორც წესი, ეკონომისტები მუშაობენ სხვადასხვა საწარმოების, ფინანსური და კომერციული საკონსულტაციო კომპანიების, საბიუჯეტო ორგანიზაციების, სამინისტროების, ბანკების, საინვესტიციო კომპანიებისა და ფინანსური ბირჟების, ასევე სადაზღვევო კომპანიების ეკონომიკური დაგეგმვის განყოფილებებში.
განათლების მიმართულება:
ეკონომიკა
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
განათლების საფეხურები: ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა
სად ვისწავლი?
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484
კავკასიის უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064
საქართველოს უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
(+995 32) 2 77 11 11;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
995 577 170 740
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, შ. რუსთაველის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 288 73 37
ქუთაისის უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. 13
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 237 979
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990
სასწავლო უნივერსიტეტი "გეომედი"
php// echo $item['description'] ?> საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4
საკონტაქტო ნომერი:
+995 3 2 752 520