ექიმი – სტომატოლოგი

საქმიანობის სფერო
მედიცინა, სტომატოლოგია
საქმინობის სახე
ადამიანებთან კომუნიკაცია, დახმარება, პრაქტიკული და კონკრეტული ამოცანების გადაჭრა, აკეთოთ რაიმე საკუთარი ხელით.
მოკლე აღწერილობა
სტომატოლოგი არის ექიმი, რომელიც ეწევა კბილების, პირის ღრუს და ყბა-სახის მიდამოს დაავადებების პროფილაქტიკას, დიაგნოსტირებას და მკურნალობას. სტომატოლოგის პროფესია საკმაოდ ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს ვიწრო პროფილის სპეციალისტებს.
სტომატოლოგიის დარგის ვიწრო პროფილებია:
თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, პარატონდოლოგია, ორთოდონტია
სტომატოლოგ-თერაპევტი ეწევა სტომატოლოგიური დაავადებების, მაგალითად, კარგად ცნობილი კარიესის მკურნალობას, აყენებს ფითხებს, აღადგენს კბილებს და ზოგადად მკურნალობს პირის ღრუს ანთებას.
სტომატოლოგი-ქირურგი „რთულ“ შემთხვევებს ეხება, ანუ პირის ღრუს დაავადებების მკურნალობისას ატარებს ქირურგიულ ჩარევებს, მაგალითად, კბილების და კბილების ფესვების ქირურგიული მოცილებას.
ორთოპედი სტომატოლოგი კბილების აღდგენასა და იმპლანტაციას ახორციელებს.
პაროდონტოლოგის მუშაობა დაკავშირებულია კბილის დამჭერი ქსოვილების დაავადებების დიაგნოზსა და მკურნალობასთან, მაგალითად, ღრძილების სხვადასხვა ანთებით (პერიოდონტიტი, გინგივიტი).
ორთოდონტის ამოცანაა მაგალითად, თანკბილვის გასწორება.
კბილის ტექნიკოსი ამზადებს პროთეზებს, გვირგვინებს, ორთოდონტულ აპარატებსა და იმპლანტატებს, ექიმი სტომატოლოგის ინსტრუქციების მიხედვით.
კბილების და პირის ღრუს მდგომარეობის გაუარესება შეიძლება დაკავშირებული იყოს დაავადებებთან, რომლებიც არ უკავშირდება სტომატოლოგის პასუხისმგებლობის სფეროს. ამ შემთხვევაში სტომატოლოგის ამოცანაა დაავადების გამომწვევი მიზეზების დროული ამოცნობა და პაციენტის სხვა სპეციალისტთან გაგზავნა.
გარდა ამისა, სტომატოლოგები ატარებენ რუტინულ პრევენციულ გამოკვლევებს, ასწავლიან პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას და აძლევენ რეკომენდაციებს პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების შესახებ.
განათლების მიმართულება:
სამედიცინო, სტომატოლოგია
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: დიახ
სამუშაო აღწერილობა:
- პაციენტების პირის ღრუს მდგომარეობის შეფასებას.
- დაავადებების, მაგალითად, კარიესისა და პაროდონტის მკურნალობას.
- პროთეზების, გვირგვინების, იმპლანტატების დაყენებას.
- პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პროფილაქტიკურ კონსულტაციებს.
- ქირურგიული ჩარევების, მაგალითად, კბილის ექსტრაქციის ჩატარებას.
სად დავსაქმდები:
- სტომატოლოგიური კაბინეტებსა და პოლიკლინიკებში
- სტომატოლოგიური განყოფილებები საავადმყოფოებში
- საჯარო და კერძო სტომატოლოგიური კლინიკები
საჭირო კომპეტენციები:
- კეთილსინდისიერება: საკუთარი საქმის კარგად შესრულებისკენ სწრაფვა
- ყურადრების კონცენტრირების უნარი
- ხელით შრომა: ხელით მუშაობის უნარი
- ზრდა-განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა
- კომუნიკაციის უნარები და ემპათია
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- ტექნოლოგიების ცოდნა
პროფესიის დადებითი მხარეები:
მაღალი მოთხოვნა: პროფესია მუდამ მოთხოვნადია და სტაბილურ შემოსავალს უზრუნველყოფს.
პროფესიული ზრდის შესაძლებლობა: მუდმივი კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალიზაციის მიღების საშუალება.
საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა: პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.
საკმაოდ მაღალი ანაზღაურება: პროფესიის განვითარებასთან ერთად მატულობს შემოსავლის დონე.
პროფესიის უარყოფითი მხარეები:
მაღალი პასუხისმგებლობა: ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის გამო.
სტრესული გარემო: რთულ პაციენტებთან მუშაობა, მაღალი მოთხოვნები და რუტინულ სამუშაოზე ხანგრძლივი კონცენტრირება.
მაღალი დანახარჯი: სტომატოლოგიის სპეციალობის მიღება მოითხოვს დიდ ფინანსურ ინვესტიციას.
ფიზიკური დატვირთვა: მუდმივი მჯდომარე მუშაობა .
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995 422 271 780

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 542 439

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 900 000

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 238 44 06

ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 000 171

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა 73
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 022 115

უნივერსიტეტი გეომედი
საიტზე გადასვლათბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 752 513

BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქ. N237
საკონტაქტო ნომერი:
+995 593 511 795

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გუდამაყარის 4
საკონტაქტო ნომერი:
+995 599 635 533

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლათბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N25
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 253 677