მარკეტოლოგი

მარკეტოლოგი

საქმიანობის სფერო

მარკეტინგი და რეკლამა, PR

 

საქმინობის სახე

ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება, გათვლების გაკეთება

 

მოკლე აღწერილობა

 

საქონლის  დიდი რაოდენობით წარმოება ადვილია,  თუმცა კომპანიისთვის ზარალის მთავარი რისკი, როგორც წესი, წარმოებული საქონლის დროული და ეფექტიანი რეალიზაციაა. მაშინ როცა, იხარჯება მასალები, ენერგია, დრო, ხალხის შრომა – და თუ პროდუქტი კარგად არ გაიყიდება, გამოვა, რომ კომპანიამ რესურსები ფუჭად დახარჯა. ამიტომ, კომპანიას ყოველთვის სჭირდება პროდუქციის მოცულობის გაზომვა, მასზე მოთხოვნის გათვლა და იმისთვის, რომ მოთხოვნა გაიზარდოს, პოტენციური მყიდველების დაინტერესება, თუ რატომ ღირს მრავალ მსგავსს შორის, კონკრეტულად მათი პროდუქტის ყიდვა.

 

მარკეტერი არის სპეციალისტი, რომელიც სწავლობს საქონლისა და მომსახურების ბაზარს: რას და რატომ ყიდულობენ ადამიანები, როგორი ადამიანები არიან და რა ფასად სურთ ამის გაკეთება. იმისათვის, რომ კომპანიამ გაყიდოს თავისი პროდუქცია, ძალიან ზუსტად უნდა განისაზღვროს, ვინ შეიძენს მას. მარკეტერს შეუძლია გასცეს რეკომენდაციები ბაზრების არჩევისა და  პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგიების შესახებ. ზუსტად იცოდნენ, თუ რაში სურთ გადაიხადონ მომხმარებლებმა თანხა და რას სთავაზობენ კონკურენტები. მარკეტოლოგები აწყობენ სარეკლამო კამპანიებს, ქმნიან რეკლამის კონტენტს და რეკომენდაციას უწევენ კონკრეტულად როგორ განათავსონ პროდუქტი მაღაზიის დახლსა თუ ინტერნეტ-სივრცეში, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს მომახმარებლისთვის.

 

პოპულარული სარეკლამო ხრიკები სწრაფად წყვეტს მუშაობას, ამიტომ პრომოუტერები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ იპოვონ ახალი გზები მომხმარებლების დაინტერესებისთვის და რადგან პროდუქტზე მოთხოვნა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორებზე, მარკეტერს, რათა არ გამოტოვოს რაიმე მნიშვნელოვანი, სჭირდება შესაძლებლობა შეხედოს სიტუაციას სხვადასხვა კუთხით და გაითვალისწინოს წვრილმანები. ასეთი სამუშაო შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კომფორტულად მუშაობენ მუდმივი ცვლილებებისა და ახალი ინფორმაციის გაჩენის პირობებში.

 

 

განათლების მიმართულება:

 

  • სოციალური მეცნიერებები
  • სარეკლამო საქმე
  • ბიზნესი, ეკონომიკა და მენეჯმენტი

 

 

სად დავსაქმდები:

 

  • მარკეტინგული კომპანიები
  • საწარმოები და ორგანიზაციები
  • სარეკლამო სააგენტოები

 

საჭირო კომპეტენციები:

 

  • მოქნილობა: ცვლილებებთან ადვილად ადაპტაციის უნარი
  • სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების იდენტიფიცირების უნარი
  • ინფორმაციასთან მუშაობა: საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოწოდებული მასალების გაგების უნარი
  • კრეატიულობა: ახალი იდეების გენერირების და საკითხების არასტანდარტულად გადაწყვეტის უნარი