ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი

ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი

საქმიანობის სფერო

ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, სოციალური მუშაობა

 

საქმინობის სახე

ადამიანებთან კომუნიკაცია (დახმარება, მომსახურება, მხარდაჭერა)

 

მოკლე აღწერილობა

 

ფსიქოკონსულტანტის მთავარი ამოცანაა შექმნას პირობები იმისთვის, რომ მასთან კონსულტირებაზე მისული ადამიანის მდგომაროება შეიცვალოს  და მის ცხოვრებაში მოხდეს პოზიტიური ცვლილებები. ასეთ სპეციალისტს უნდა შეეძლოს კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში შექმნას ისეთი პირობები, რომლითაც კლიენტს შეეძლება მოიძიოს თავისი რესურსები, გამოავლინოს პოტენციალი და გადალახოს ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევა.

 

ფსიქოკონსულტანტის  ძირითადი საქმიანობა კლიენტებთან ურთიერთობაა. თუმცა, ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.  ფსიქოლოგის კომუნიკაცია კლიენტთან ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი, ყოველდღიური ურთიერთობებისგან და ფსიქოლოგისა და კლინეტისთვის დამახასიათებელ, სპეციალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს სპეციალისტი იძენს გრძელვადიანი სწავლების და პრაქტიკის პროცესში.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოდის კონსულტაციაზე ფსიქოლოგთან, კონსულტანტი ეპყრობა მას პატივისცემით  და თანაგრძნობით. პროფესიონალი ფსიქოლოგი არასოდეს აძლევს თავს უფლებას შეაფასოს თავისი კლიენტი.

 

საუბრის მსვლელობისას ფსიქოლოგს სჭირდება აქტიური მოსმენა და ყურადღების კონცენტრირება კლიენტის ყოველ სიტყვასა და მოძრაობაზე, რადგან ყოველივე ამას შეუძლია დაეხმაროს ფსიქოკონსულტანტს გაიგოს პაციენტის მდგომარეობა, განცდები. მას სჭირდება იმ უზარმაზარი ინფორმაციის ანალიზი, რომელსაც პაციენტი უზიარებს მას. გარდა ამისა, მან ერთდროულად უნდა განიხილოს ყოველი სიტყვა, ყველა დასმული შეკითხვა. მთელი კონსულტაციის განმავლობაში ფსიქოლოგი უნდა იყოს გულწრფელი და ბუნებრივი, მაგრამ ამავე დროს აკონტროლოს ყველა თავისი ემოცია.

 

ფსიქოკონსულტანტს არ შეუძლია რჩევა მისცეს თავის კლიენტს პირადი გამოცდილებიდან ან სხვების გამოცდილებიდან გამომდინარე. მან გულდასმით უნდა გააანალიზოს თავისი კლიენტის უნიკალური სიტუაცია და შექმნას ისეთი პირობები, რომლითაც ადამიანს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება საკუთარ რესურსებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით .

 

 

 

განათლების მიმართულება:

ფსიქოლოგია

 

უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: არა

 

 

სად დავსაქმდები:

  • ფსიქოლოგიური ცენტრები
  • სამედიცინო დაწესებულებები (კლინიკები, საავადმყოფოები)
  • კერძო პრაქტიკა
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები

 

საჭირო კომპეტენციები:

  • კონტაქტების დამყარება: სხვა ადამიანთან საერთო ენის ადვილად პოვნის უნარი
  • მომხმარებელზე ფოკუსირება: ყურადღებით მოსმენა და თანაგრძნობა
  • სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხით განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების სურვილი
  • ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირების უნარი

 

სად ვისწავლი?

2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.

საკონტაქტო ნომერი.:

+995 32 2 250 484

2

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი

საკონტაქტო ნომერი:

+995 322 220 009

2

საქართველოს უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.

საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

2

კავკასიის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 377 777

2

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 800 064

2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35

საკონტაქტო ნომერი:

+995(422) 27–17–80

2

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61

საკონტაქტო ნომერი:

+995 577 170 740

2

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა

საკონტაქტო ნომერი:

+995 551 48 00 05

2

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9

საკონტაქტო ნომერი:

+995 32

2

Webster University Georgia

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი

საკონტაქტო ნომერი:

+995 550 000 584

2

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. გორი, ჭავჭავაძის 53

საკონტაქტო ნომერი:

+995 370 272 413

2

ალტე უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2

საკონტაქტო ნომერი:

+995 32) 2 40 29 46/48

2

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, სამღერეთის ქ. 5

საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 661 512
2

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 238 44 06

2

ჯიპა

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 249 75 00

2

სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 242 22 42

2

ევროპის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 000 171

2

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

თბილისი, შატილის ქ. #4

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 48 01 41

2

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, დ. უზნაძის 68 

ქ. რუსთავი, შევჩენკოს 5

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 295 10 40

2

ალტერბრიჯი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 67

საკონტაქტო ნომერი:

995 558 19 81 98

 

 

2

ახალი უმაღლესი სასწავლებელი -ნიუუნი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქუჩა 56

საკონტაქტო ნომერი:

+995 593 55 79 01

2

თბილისის თავისუფალი აკადემია

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაზის 43

საკონტაქტო ნომერი:

+995 595 35 38 36