ღონისძიებების/Event მენეჯერი
საქმიანობის სფერო
მას-მედია, ღონისძიებების და გართობის სფერო
საქმიანობის სახე
ადამიანებთან კომუნიკაცია, ორგანიზება, შექმნა, დიზაინი
მოკლე აღწერილობა
Event მენეჯერი (ღონისძიებების მენეჯერი) აწყობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ბიზნესისა და დასვენებისთვის: კონფერენციები, პრეზენტაციები, ტრენინგები, დაბადების დღეები, ქორწილები, იუბილეები, შოუები, კორპორატიული, სპორტული და გუნდური ღონისძიებები. მისი ამოცანაა მოაწყოს და გამართოს ისეთი ღონისძიება, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს და მხოლოდ დადებით ემოციებს დაუტოვებს სტუმრებს.
Event მენეჯერის პროფესია აერთიანებს შემოქმედებით აზროვნებას და ადმინისტრატორის მოვალეობებს: ერთის მხრივ, ღონისძიების მენეჯერმა უნდა შექმნას სცენარი დაუვიწყარი დღესასწაულისთვის, მეორეს მხრივ კი, ორგანიზაციულად მოაწყოს ისე, რომ დღესასწაულმა “სიურპრიზების” გარეშე ჩაიაროს, ყველაფერი გეგმის მიხედვით და წინასწარ შეთანხმებული ბიუჯეტის ფარგლებში იყოს.
Event მენეჯერის მიმართ წაყენებულია შემდეგი მოთხოვნები:
- ქონდეს უნარი, გამონახოს საერთო ენა ნებისმიერ კლიენტთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ღონისძიების გეგმა.
- მარაგში ჰქონდეს მზა სტრატეგიული პროგრამები კორპორატიული ღონისძიებებისთვის: კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, რათა საჭიროების შემთხვევაში შესთავაზონ კლიენტებს აპრობირებული გადაწყვეტილებები.
- გააჩნდეს უნარი იპოვოს საჭირო აღჭურვილობა, დარბაზი, მოედანი და ა.შ.
- პროექტის განხორციელებაში ჩართულ ქვეკონტრაქტორებთან ხელშეკრულების პირობების განხილვა, მოლაპარაკება და მონიტორინგი.
- აქციის მომზადებასა და განხორციელებაში ჩართული პერსონალის მართვა, საკუთარ გუნდთან ეფექტიანი ურთიერთობა.
- ღონისძიების ბიუჯეტის განსაზღვრა და მისი შესრულების დეტალური კონტროლი.
- კომპეტენტურად მოაგვაროს ნებისმიერი კონფლიქტი კამპანიის დაგეგმვის და მსვლელობის დროს.
განათლების მიმართულება:
სოციალური მიმართულება
შემოქმედებითი მიმართულება
ჰუმანიტარული მიმართულება
ივენთ მენეჯმენტი, როგორც ცალკე პროფესია ჯერ არ ისწავლება არც ერთ უნივერსიტეტში, ამიტომ ივენთ მენეჯერების უმეტესობა დღეს თვითნასწავლია ან გავლილი აქვს სპეციალური კურსები. ივენთ მენეჯერებად ხშირად საქმდებიან ჟურნალისტები, მსახიობები, რეჟისორები, რეკლამის და პიარის სპეციალისტები.
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: დიახ
სად დასაქმდებით:
- გასართობი ცენტრები
- საბანკეტო დარბაზები
- ბიზნეს ცენტრები
- გასართობი კლუბები
- ივენთ სააგენტოები
საჭირო კომპეტენციები:
- კომუნიკაბელურობა, გახსნილი, ხალისიანი ხასიათი, მიმზიდველი გარეგნობა
- სტრესმედეგობა
- კრეატიული აზროვნება
- მუდმივი ზრდა-განვითარების სურვილი
- ლიდერობა
- გუნდში მუშაობის უნარები