ჯანდაცვის მენეჯერი

ჯანდაცვის მენეჯერი

საქმიანობის სფერო:

 

ჯანდაცვა და მომსახურება

 

საქმიანობის სახე: 

 

დაგეგმვა, მართვა,

კოორდინაცია, კონტროლი, ანალიზი

 

 

მოკლე აღწერილობა

 

ჯანდაცვის მენეჯერი  მართავს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას, გეგმავს სხვადასხვა დაავადების პრევენციის ღონისძიებებს, მონაწილეობს ჯანდაცვის სფეროში საგანმანათლებლო კამპანიების შექმნაში, კოორდინაციას უწევს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.

 

ჯანდაცვის სპეციალისტი პასუხისმგებელია ჯანდაცვის დაწესებულებაში ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციაზე, პერსონალის ეფექტიან მართვაზე და პაციენტებზე ორიენტირებული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაზე. ის მუშაობს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების შესრულებაზე, პროცესების ოპტიმიზაციასა და რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე.

 

ჯანდაცვის სპეციალისტები მნიშვნელოვანი რგოლია მედიცინასა და ეკონომიკას შორის. ჯანდაცვის მენეჯერი უნდა ფლობდეს სამედიცინო დაწესებულების ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს მედიცინაში. ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე მენეჯერს უნდა ჰქონდეს ფართო ხედვა და კარგად უნდა ერკვეოდეს სამედიცინო დაწესებულებების, კლინიკების, ფარმაცევტული კომპანიების ეკონომიკურ სტრუქტურებში.

 

ჯანდაცვის სპეციალისტმა  სწრაფად უნდა შეძლოს ახალი ბიზნეს იდეების შემუშავება, საიმედო პარტნიორების მოძებნა, ახალი პროექტების წამოწყება, ამოცანების ოპტიმალური განსაზღვრა და ჯანდაცვის დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურებში ჩართული ადამიანების მუშაობის ორგანიზება.

 

 

განათლების მიმართულება:

 

ჯანდაცვის მენეჯმენტი

 

 

უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: არა

 

 

სამუშაო ვალდებულებები:

 

  • სამედიცინო ბაზრის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება
  • ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა
  • ბიზნეს პროცესების ეფექტიანად წარმართვა
  • ეკონომიკის, დაზღვევის, შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტების, საგადასახადო და საფინანსო-ეკონომიკური კანონმდებლობის ცოდნა, კომუნიკაციების დამყარება კლიენტებთან და პაციენტებთან;
  • სამედიცინო და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება; ფლობენ ცოდნას სამედიცინო ორგანიზაციის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი წესებისა და სქემების შესახებ
  • ჯანდაცვის მენეჯერები აგვარებენ სამედიცინო დაწესებულებებისა და საწარმოების მენეჯერულ, იურიდიულ, ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემებს დარგის სპეციალისტებთან ერთად.

 

სად დავსაქმდები:

 

  • ჰოსპიტლებსა და კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრებში
  • ჯანმრთელობის ცენტრები
  • სოციალური დახმარების ინსტიტუტებში, როგორიცაა მინდობით აღმზრდელობითი სახლები
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში
  • სამედიცინო ასოციაციებში
  • ჯანდაცვის ორგანოებში
  • უმაღლესი განათლების ინსტიტუციებში
  • ჯანმრთელობის ტურიზმის სეგმენტში
  • ფარმაცევტულ კომპანიებში

საჭირო კომპეტენციები:

 

  • ლიდერობა: სხვების მოტივაცია და ინსპირირება გუნდური მუშაობისთვის.
  • კომუნიკაცია: დამაჯერებელი და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი როგორც თანამშრომლებთან, ასევე პაციენტებთან.
  • პრობლემების გადაჭრა: კრიზისული სიტუაციების მართვა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
  • ემოციური ინტელექტი: სხვების საჭიროებების გაგება და მხარდაჭერა.
  • კონფლიქტების მართვა: რთული სიტუაციების მოგვარება
  • ორგანიზაციული უნარები: დროისა და რესურსების მართვის უნარი.

 

 

 

პროფესიის დადებითი მხარეები:

 

  • სოციალური გავლენა: ჯანდაცვის სფეროში წარმატებულმა მენეჯმენტმა შეიძლება რეალურად შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.
  • სტაბილურობა: პროფესია მოთხოვნადია, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში.
  • განვითარების შესაძლებლობები: პროფესიული ზრდა და ინოვაციური მეთოდების ათვისება.
  • მრავალფეროვნება: საქმიანობას ახასიათებს მრავალფეროვნება, ინიციატივებისა და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობები

 

 

 

პროფესიის უარყოფითი მხარეები:

 

  • სტრესი: პასუხისმგებლობა პაციენტების ჯანმრთელობაზე და დაწესებულების ფუნქციონირებაზე შეიძლება დიდ სტრესს იწვევდეს.
  • დატვირთვა: სამუშაო ხშირად მოითხოვს ზეგანაკვეთურ სამუშაო საათებს ან საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
  • კონფლიქტური სიტუაციები: პაციენტებსა და თანამშრომლებს შორის კონფლიქტების მართვა სამედიცინო დაწესებულებებში, რაც სტრესულია.
  • ბიუროკრატია: რეგულაციების და პროცედურების დაცვა შესაძლოა ზღუდავდეს ინვოაციების დანერგვას, სამუშაოს სწრფად და ეფექტიანად შესრულებას.

სად ვისწავლი?

2

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 542 439

2

საქართველოს უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 552 222

2

უნივერსიტეტი გეომედი

საიტზე გადასვლა

თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 752 513

2

კავკასიის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 377 777

2

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, დ. უზნაძის 68

ქ. რუსთავი, შევჩენკოს 5

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 951 040