ჩემი პროფესიული არჩევანი
ოპრა უინფრი
''ის გამოხვალ, რისიც გჯერა!''
რას ამბობენ ჩვენზე
ხუთი წლის წინ დავამთავრე სკოლა და საპასუხისმგებლო ამოცანის-პროფესიის არჩევანის წინაშე დავდექი. ჩემს გვერდით დადგნენ პროფესიონალი...
სრულად წაკითხვა.
ხუთი წლის წინ დავამთავრე სკოლა და საპასუხისმგებლო ამოცანის-პროფესიის არჩევანის წინაშე დავდექი. ჩემს გვერდით დადგნენ პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი ჩემი ინტერესები და კომპეტენციები. მათი კონსულტაციების შედეგად ჩავაბარე და შემდგომ დავამთავრე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ წლების განმავლობაში საკმაო რაოდენობის ზოგადი, ადამიანური და ტექნიკური ცოდნა მივიღე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროფესიის არჩევა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. დღეს ვმუშაობ კომპანია Video Optime-ში როგორც C++ Software Engineer-ი და ჯერ ყველაფერი წინ არის... დიდ წარმატებას ვუსურვებ „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ გუნდს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებაა ჩემი დღევანდელი კარიერული წარმატება.
პროფესიის არჩევის დროს, პირველ რიგში ითვალისწინებ რისი კეთება გიყვარს ბავშვობაში. პირადად მე ბევრი რამით ვიყავი გატაცებული,...
სრულად წაკითხვა.
პროფესიის არჩევის დროს, პირველ რიგში ითვალისწინებ რისი კეთება გიყვარს
ბავშვობაში. პირადად მე ბევრი რამით ვიყავი გატაცებული, ამიტომ არჩევანის გაკეთება ამ პრინციპით რთული აღმოჩნდა. მეტი პასუხისმგებლობა გმართებს, რომ განსაზღვრო რით დაკავდე მთელი ცხოვრების განმავლობაში. მშობლების, მეგობრების და მასწავლებლების რჩევა ყოველთვის მათი სუბიექტური აზრია და შესაძლოა მცდარი იყოს. ჩემი აზრით, საიმედო გზა, გააკეთო სწორი პროფესიული არჩევანი, არის ენდო პროფესიონალებს და მათ გამოცდილებას, რათა თავად აირჩიო საქმე, რომელიც ერთდროულად გეყვარება და წარმატებას მოგიტანს. წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ პროფესიონალთა გუნდს, რომლის დახმარებით უამრავი აბიტურიენტი შეძლებს იპოვოს თავისი პროფესიული გზა და გააკეთოს სწორი არჩევანი.

ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტში ვიფიქრე, რომ სამყარო აჩქარდა ჩემს გარშემო. 8 წელი ვიმუშავე ერთ სამსახურში,...
სრულად წაკითხვა.
ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტში ვიფიქრე, რომ სამყარო აჩქარდა ჩემს გარშემო. 8 წელი ვიმუშავე ერთ სამსახურში, ერთ პოზიციაზე. ვიაზრებდი რომ ეს სამუშაო ჩემი პიროვნებისთვის შეუსაბამო და უინტერესო გახდა, სიამოვნებას აღარ მანიჭებდა სამუშაო პროცესი. მივხვდი, რომ მჭირდებოდა ცვლილება, თუმცა ვერ ვპოულობდი გზას. ამასობაში გადიოდა და იკარგებოდა ჩემთვის ძვირფასი დრო. არაერთხელ მსმენია ქოუჩინგის თაობაზე და გადავწყვიტე მიმემართა პროფესიონალი ქოუჩისთვის, რომელთან გატარებული რამდენიმე საათი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. იგი დამეხმარა თვალნათლივ დამენახა გზა, რომლის გავლა მიჭირდა, განმასაზღვრინა და ჩამომაყალიბებინა ჩემი ღირებულებების სისტემა, გვერდიდან შემახედა საკუთარი თავისთვის და შესაძლებლობებისთვის. ჩემს წინაშე უამრავი კარი ერთდოულად გაიღო და არა მხოლოდ ახალ პროფესიულ გზას დავადექი, არამედ უამრავი სხვა მიზანიც დავისახე.
სიყვარულით და პატივისცემით ვუსურვებ „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ გუნდს წინსვლას და წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ამ სივრცეში უამრავი ადამიანი იპოვის თავის საკუთარ გასაღებს პროფესიული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

nika fruiZe
C++ უზრუნველყოფის ინჟინერი