აბიტურიენტი ხარ? ალბათ ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე, სად გააგრძელო სწავლა, საით უნდა მიმართო შენი ენერგია და ცოდნა, რა არის შენი მოწოდება, რა უნდა აკეთო სამომავლოდ? პროფესია ძალიან ბევრია, შენ კი ერთი ხარ, გადაწყვეტილებაც ძალიან ყურადღებით და დაფიქრებით არის მისაღები.
მშობლები თავის აზრს გიზიარებენ, მეგობრები სულ სხვა რამეს გირჩევენ; შენ უამრავ აზრს ადარებ ერთმანეთს, წარმოიდგენ, ფიქრობ და ნელ-ნელა გადამწყვეტი მომენტიც ახლოვდება – უნდა აირჩიო ფაკულტეტი და უნივერსიტეტი!
როგორ შეიძლება გააკეთო არჩევანი ისე, რომ შემდეგი წლებით და შენი არჩეული პროფესიით ბედნიერი იყო? როგორ უნდა მიხვდე, რას მოირგებდი და რა საქმიანობა მოგანიჭებდა სიამოვნებას ყველაზე მეტად? ან რაში იქნები საუკეთესო? რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?
იცი, რომ არსებობს ტესტები, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარება? მნიშვნელოვანია, რომ ტესტის შედეგი შენს ინდივიდუალურ მონაცემებზე, შენს პიროვნულ უნარ-ჩვევებზე, სურვილებსა და ცოდნაზე დაყრდნობით დგება.
ტესტირების პირველ ეტაპზე ხდება საკუთარი თავის უკეთ შეცნობა და ერთგვარი პიროვნული თვითგამორკვევა; აცნობიერებ შენს ძლიერ მხარეებს, უნარებს და შესაძლებლობებს – რაც გეხმარება განასხვავო შენი თავი სხვებისგან, დაგეგმო მომავალი, ისე, რომ მარტივად იპოვო საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.
შემდეგ, ხდება აზროვნების ტიპის და ქმედების უპირატესი ფორმის გამოკვეთა. როდესაც მოზარდმა იცის, რომ მას აქვს პირობითად აბსტრაქტული, სოციალური, ლოგიკური, ხატოვანი, მუსიკალური ან სხვა სახის აზროვნება, მას უადვილდება რეალიზაცია.
მესამე ნაწილში კი პროფესიული გზამკვლევი გამოკვეთს მოზარდის ინტერესებსა და მოტივაციის წყაროს.
ტესტის შევსებამდე აბიტურიენტები ხშირად სვამენ კითხვას – საჭიროა თუ არა სასკოლო მასალის გადამეორება?
პიროვნული თვითგამორკვევის ტესტი არ ამოწმებს ცოდნას და არ გულისხმობს კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებულ კითხვებს. ტესტირებისას აქცენტი კეთდება კრეატიულობაზე, კომუნიკაციაზე, სხვადასხვა უნარებზე, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზებულობასთან, პროექტზე მუშაობას შესაძლებლობასა და გუნდურ თანამშრომლობასთან. ეს ყველაფერი მოზარდის მიერ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას ემსახურება.
რა ხდება მაშინ, თუ მთელი ცხოვრებაა გინდა იყო ჰუმანიტარი, მაგრამ ტესტი საპირისპირო შედეგებს გიჩვენებს?
პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტესტი არის დამხმარე ინსტრუმენტი აბიტურიენტისთვის გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად; საბოლოო გადაწყვეტილების ფორმირებაში მთელი რიგი ფაქტორები მონაწილეობს. ტესტირების მონაწილენი იღებენ რეკომენდაციებს რომელი მიმართულებით შეუძლიათ სწავლის გაგრძელება; თუმცა, თუ ახალგაზრდამ დაზუსტებით იცის რა გზას უნდა დაადგეს და რატომ – ვერაფერი შეუშლის ხელს სურვილის განხორციელებაში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრ პროფესიას აქვს ერთმანეთთან კვეთის წერტილი, მაგალითად ფსიქოლოგიაშიც კი, ძალიან ბევრი მეთოდიკა და ტესტი დაფუძნებულია მათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლებზე.
არსებობს შემდეგი ეტაპის ტესტები, რაც უფრო პრაქტიკულია და გულისხმობს ისეთ დავალებებს, როგორიცაა ვიდეორგოლის ან ჩანახატის შექმნა, საკუთარი თავის პრეზენტაცია და სხვა. ეს მიმართულება რამდენდაც მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, ამდენადვე, საჭიროებს პრაქტიკულ უნარებს, რაც კარგად გამოიკვეთება აქტივობაში, ქმედებაში, საკუთარი თავის წარმოჩენაში – ორივე ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო პროფესიის შესარჩევად.
თუ ნაფიქრი გაქვს მომავალ პროფესიაზე, თუმცა საკუთარ არჩევანში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ; თუ აქამდე არ გიფიქრია ამ მიმართულებით და ახლა კი დადგა შესაფერისი დრო; თუ თვლი, რომ კომპეტენტური რეკომენდაცია გჭირდება შენს ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით – გაეცანი ჩვენს სტატიებს, გაიარე პროფესიული გზამკვლევის ტესტი და თავდაჯერებულად და გაცნობიერებულად გადადგი ნაბიჯი წარმატებული და ბედნიერი მომავლისკენ!
თათა ხითარიძე
მსურს გავიარო ეს ტესტი
თამარ კაჭარავა
თათა, მოგვწერეთ მესენჯერში და აგიხსნით დეტალურად.