კარიერული კონსულტირება
რა არის კარიერული კონსულტირება?
კარიერის დაგეგმვა არის თვითგამორკვევის პროცესი, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, პროფესიის არჩევის ან შეცვლის მსურველ ახალგაზრდებს ეხმარება საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, ინტერესებისა და შრომითი ღირებულებების გამოვლენასა და, გარეშე ფაქტორების გათვალისწინებით, გაცნობიერებული, ინფორმირებული და დამოუკიდებელი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში.
კარიერული კონსულტანტიის მიზანია დაეხმაროს ინდივიდს კარიერული გზის დაგეგმვაში, რომლის ფარგლებში ხდება ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესიის, პროფესიული დარგის განსაზღვრა და სასურველი კარიერის დაგეგმვა.
კარიერული კონსულტირების ამოცანებია:
- ინდივიდის მხარდაჭერა საკუთარი ცოდნის, ინტერესების და პიროვნული მახასიათებლების, სამუშაო გამოცდილების და სოციალური უნარების იდენტიფიცირებაში;
- პიროვნების დახმარება საკუთარი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრაში;
- პიროვნების დახმარება პროფესიული განვითარებისა და კარიერის ინდივიდუალური გეგმის შექმნაში, განხორციელებასა და მონიტორინგში;
- პიროვნების დახმარება თავდაჯერებულობის გაზრდაში;
- დახმარება იმ უნარების შეძენაში, როდესაც პიროვნებას სხვისი დახმარების გარეშე შეეძლება ახალი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და პროფესიული გადაწყვეტილების მიღება;
აბიტურიენტი კონსულტირების ფარგლებში დამატებით მიიღებს ეროვნული საგამოცდო ცნობარში მოცემულ ინფორმაციისთან მუშაობის დეტალურ ინსტრუქციას:
- საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესახებ
- ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ
- თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი მინიმალური კვოტის, მინიმალური საგამოცდო ზღვარის და სხვა დეტალების შესახებ
- ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არჩევის რიგითობის შესახებ
როგორ ჩავეწერო კონსულტაციაზე?
- აირჩიეთ პროდუქტი „კონსულტირება“, გადაიხადეთ მომსახურების საფასური (მაქსიმუმ – 3 წუთი);
- საფასურის გადახდის შემდგომ, თქვენ მოგეცემათ წვდომა კალენდარზე, სადაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ თარიღს/დროს და დაჯავშნით კონსულტირებას ჩვენს სპეციალისტებთან ან დაგვირეკეთ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომრებზე და ჩვენ თავად ჩაგწერთ კარიერის კონსულტანთან შეხვედრაზე. (მაქსიმუმ – 3 წუთი);
- ონლაინ კონსულტირებისთვის ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე info@podic.ge (მაქსიმუმ – 5 წუთი);
- თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე, გამოგეგზავნებათ ZOOM-ის ბმული ონლაინ კონსულტირებისთვის. გთხოვთ, ჩანიშნულ დროს გამოდით კონტაქტზე (კონსულტაცია გრძელდება საშუალოდ 1 საათი)
არასრულწლოვანი რესპონდენტის კონსულტირება ხდება მხოლოდ მშობლის თანხმობით და თანხლებით.
--