კომპლექსი “პროფორიენტაცია” – ტესტირება +კონსულტირება
კომპლექსი პროფორიენტაცია გულისხმობს პროფორიენტაციულ ტესტირებას და კონსულტირებას, რომლის ფარგლებში პიროვნება შეძლებს:
- გაერკვეს საკუთარ პროფესიულ ინტერესებსა და მიდრეკილებებში
- შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და ინტელექტუალური რესურსები ობიექტურად
- განსაზღვროს ყველაზე შესაფერისი და კომფორტული პროფესიული გარემო და პროფესიული საქმიანობა პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე
- მიიღოს რეკომენდაცია სასურველ პროფესიაში თვითრეალიზებისთვის აუცილებელი ცოდნის და კომპეტენციების განვითარების კუთხით
- მოემზადოს პროფესიის ინფორმირებულად, გაცნობიერებულად და დამოუკიდებელად არჩევის და მომავალი კარიერული განვითარების გზის მიზანმიმართული დაგეგმვისთვის
პროფესიული კონსულტირება, როგორც პროფორიენტაციული კომპლექსის განუყოფელი ნაწილი, არის ინტერაქტიული გასაუბრება პრაქტიკოს ფსიქოლოგთან, პროფესიულ კონსულტანტთან – რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანს პროფესიულ თვითგამორკვევაში.
პროფკონსულტირების ფარგლებში ხდება ტესტირების ინდივიდუალური შედეგების ინტერპრეტირება და ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, პიროვნული თვისებების, შრომის ბაზრის მოთხოვნების და თვითრეალიზების პერსპექტივის გათვალისწინებით, ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესიის ან პროფესიული დარგის განსაზღვრა.
როგორ გავიაროთ ტესტი?
- ჩვენს ვებ-გვერდზე გაიარეთ რეგისტრაცია, შემდგომ – ავტორიზაცია ტესტირებაზე; (მაქსიმუმ – 3 წუთი);
- გადაიხადეთ მომსახურების საფასური (მაქსიმუმ – 3 წუთი);
- საფასურის გადახდის და ტესტირებაზე წვდომის თაობაზე ინფორმაცია მოგეწოდებათ დაუყოვნებლივ სმს-ის მეშვეობით. (გთხოვთ, სწორად მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი. მაქსიმუმ -3 წუთი);
- ტესტირებაზე წვდომა გაქვთ 24 საათი. ტესტირების ლინკით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ;
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო ონლაინ კომპიუტერული ტესტირების გასავლელად; (ტესტირების სავარაუდო დრო – 1.5 საათი)
- შედეგებს მიიღებთ ტესტირების დასრულებისთანავე;
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და კალენდრის ან info@podic.ge -ს მეშვეობით ჩაეწერეთ პროფკონსულტაციაზე ჩვენს სპეციალისტებთან ან დაგვირეკეთ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომრებზე. Zoom-ის ბმული გამოგეგზავნებათ მითითებულ ელ.ფოსტაზე; (მაქსიმუმ – 5 წუთი)
- დანიშნულ დროს გამოდით კავშირზე ონლაინ, რათა პროფკონსულტანტთან ერთად განიხილოთ ტესტირების შედეგები და მიიღოთ პასუხი თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე; (კონსულტაცია გრძელდება საშუალოდ 1,5 საათი)
- გთხოვთ გაითვალისწონოთ! ტესტირების გავლა შესაძლებელია მხოლოდ დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობებზე (ტელეფონსა და პადებზე შეუძლებელია)
არასრულწლოვანი რესპონდენტის კონსულტირება ხდება მხოლოდ მშობლის თანხმობით და თანხლებით.
ტესტის საინფორმაციო ველში თქვენი მონაცემების შეტანით, აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.