პროფესიული კონსულტირება

 

რა არის პროფკონსულტირება?

 პროფკონსულტირება, როგორც პროფორიენტაციული კომპლექსის განუყოფელი ნაწილი, არის ინტერაქტიული გასაუბრება პრაქტიკოს ფსიქოლოგთან, პროფესიულ კონსულტანტთან – რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანს პროფესიულ თვითგამორკვევაში.

პროფკონსულტირების ფარგლებში ხდება ტესტირების ინდივიდუალური შედეგების ინტერპრეტირება და ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, პიროვნული თვისებების, შრომის ბაზრის მოთხოვნების და თვითრეალიზების პერსპექტივის გათვალისწინებით, ადამიანისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესიის ან პროფესიული დარგის განსაზღვრა.

ტესტი “პროფორიენტაციის” შედეგებზე დაყრდნობით, პროფკონსულტირების ფარგლებში პიროვნება შეძლებს:

  • გაერკვეს საკუთარ პროფესიულ ინტერესებსა და მიდრეკილებებში
  • შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და ინტელექტუალური რესურსები ობიექტურად
  • განსაზღვროს ყველაზე შესაფერისი და კომფორტული პროფესიული გარემო და პროფესიული საქმიანობა პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე
  • მიიღოს რეკომენდაცია სასურველ პროფესიაში თვითრეალიზებისთვის აუცილებელი ცოდნის და კომპეტენციების განვითარების კუთხით
  • მოემზადოს პროფესიის ინფორმირებულად, გაცნობიერებულად და დამოუკიდებელად არჩევის და მომავალი კარიერული განვითარების გზის მიზანმიმართული დაგეგმვისთვის

აბიტურიენტი კონსულტირების ფარგლებში დამატებით მიიღებს ეროვნული საგამოცდო ცნობარში მოცემულ ინფორმაციისთან მუშაობის დეტალურ ინსტრუქციას:

  • საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესახებ
  • ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ
  • თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი მინიმალური კვოტის, მინიმალური საგამოცდო ზღვარის და სხვა დეტალების შესახებ
  • ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არჩევის რიგითობის შესახებ

როგორ ჩავეწერო პროფკონსულტაციაზე?

  1. აირჩიეთ პროდუქტი „კონსულტირება“, გადაიხადეთ მომსახურების საფასური (მაქსიმუმ – 3 წუთი);
  2. საფასურის გადახდის შემდგომ,  თქვენ მოგეცემათ წვდომა კალენდარზე, სადაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ თარიღს/დროს და დაჯავშნით კონსულტირებას ჩვენს სპეციალისტებთან. (მაქსიმუმ – 3 წუთი);
  3. ონლაინ კონსულტირებისთვის ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე info@podic.ge  (მაქსიმუმ – 5 წუთი);
  4. თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე, გამოგეგზავნებათ ZOOM-ის ბმული ონლაინ კონსულტირებისთვის. გთხოვთ, ჩანიშნულ დროს გამოდით კონტაქტზე (კონსულტაცია გრძელდება  საშუალოდ 1 საათი)

არასრულწლოვანი რესპონდენტის კონსულტირება ხდება მხოლოდ მშობლის თანხმობით და თანხლებით.

 

--

დატოვე კომენტარი