პროფესიული არჩევანი – მიზანი და პასუხისმგებლობა – რეზი კვანტალიანი
კარიერაზე ფიქრი დავიწყე მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში, როცა უკვე კონკრეტულად უნდა ამერჩია, რისი გაკეთება მომანიჭებდა სიამოვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. დადგა ყველაზე რთული და საპასუხიმგებლო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ოჯახიდან დასაქმებული იმ დროს იყო მხოლოდ დედაჩემი, რომელიც მუშაობდა ერაყში საკმაოდ რთულ პირობებში იმისათვის, რომ ვყოფილიყავი უზრუნველყოფილი ყველაფრით.